Home Blog Page 2

რუსეთი მარცვლეულის ექსპორტზე კვოტას ყოველ წელს დააწესებს

0

რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრო მარცვლეულის ექსპორტზე კვოტას ყოველ წელს დააწესებს. რუსული მედია მინისტრის, დიმიტრი პატრუშევის განცხადებაზე დაყრდნობით წერს, რომ ყოველ წელს კვოტის პარამეტრები მოსავლის აღების შემდეგ დადგინდება.

”ჩვენ გვინდა, რომ კვოტების მექანიზმი იყოს მუდმივი. ვგეგმავთ, რომ პარამეტრები ბაზრის მოთამაშეებთან კონსულტაციების შედეგად დავადგინოთ, ეს კი მოსავლის აღების შემდეგ მოხდება, დაახლოებით ოქტომბერში“, – განაცხადა პატრუშევმა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელმძღვანელის განმარტებით, მსოფლიოში რუსულ მარცვლეულზე დიდი მოთხოვნაა, ხოლო საკონტროლო ზომების არარსებობამ შესაძლოა გამოიწვიოს მისი დეფიციტი შიდა ბაზარზე. ამავე დროს, მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ სოფლის მეურნეობის წლის პირველი ნახევრისთვის ასეთი ღონისძიების გამოყენება არ არის მოსალოდნელი. ”არასატარიფო კვოტის ზომა განისაზღვრება მიწოდების ნაშთებისა და მოსავლის მოცულობის საფუძველზე”, – თქვა პატრუშევმა.

რაც შეეხება ხორბალზე საექსპორტო გადასახადის დაწესებას, მინისტრმა აღნიშნა, „დღეს ჩვენი ამოცანაა გაიზარდოს მოსავლის წარმოება. გარდა ამისა, გადასახადი არ იცავს შიდა ბაზარს ძალიან აქტიური ექსპორტისგან. ახლა ჩვენ ვერ ვხედავთ ამ ინსტრუმენტის გამოყენებას.”

რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრო 2020-21 წლების სეზონზე 45 მლნ ტონა მარცვლეულის ექსპორტს პროგნოზირებს, მათ შორის, 35 მლნ ტონა იქნება ხორბალი.

წყარო: bpn.ge

საჩხერის მუნიციპალიტეტში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგოდ თერმული ნისლით წამლობა ტარდება

0

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მიზნით, საჩხერის მუნიციპალიტეტში მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებები ჩატარდა. სპეციალიზებული ტექნიკითა და თერმული ნისლის ტექნოლოგიის გამოყენებით სოფლების ტერიტორიები დამუშავდა.

შეწამვლითი სამუშაოები უსაფრთხოების წესების დაცვით ღამის საათებში მიმდინარეობს და ფუტკრის დაზიანების თავიდან აცილების მიზნით, მეფუტკრეებთან კოორდინირებულად იგეგმება.

მოსახლეობის ინფორმირების მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტოს ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრში მოქმედებს გზავნილების სისტემა, რაშიც ასევე აქტიურად არის ჩართული ადგილობრივი თვითმმართველობა.

საკოორდინაციო მართვის ცენტრის ხელმძღვანელის, ლაშა შალამბერიძის, განცხდებით, საჩხერის მუნიციპალიტეტში აქტიურად გრძელდება მონიტროინგი, „მოიზიდე და გაანადგურე სადგურების” განთავსება.

წყარო: commersant.ge

სახელმწიფოს მხარდაჭერით გაშენებულ ბაღში ფერმერებმა პირველი მოსავალი მიიღეს

0

სახელმწიფო პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფხვენისში, ფერმერმა ანტონ ჯამელაშვილმა ახალი ხეხილის ბაღი 2015 წელს გააშენა. ფერმერმა 8 ჰექტარზე ბლის ბაღის გაშენებისათვის და სარწყავი სისტემის მოწყობისთვის 72,000 ლარის სახელმწიფო დაფინანსება მიიღო. მათ შორის 49,000 ლარი ნერგების შესაძენად, ხოლო 23,000 ლარი წვეთოვანი სისტემის მოწყობისთვის. წელს იგი პირველი მოსავლის სახით 30 ტონა ბალს ელოდება. ბაღში 32 ადგილობრივია დასაქმებული.


„მთელი საქართველოს მასშტაბით, პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში გაშენებული ბაღები 10,000 ჰა-მდე ფართობს შეადგენს. შიდა-ქართლის რეგიონში, სხვადასხვა ხეხილის ბაღი, ჯამში, 2,400 ჰა-მდე მიწის ფართობზე გაშენდა, გაცემულმა თანადაფინანსებამ 16 მლნ-მდე ლარი შეადგინა. პროგრამის „დანერგე მომავალი ფარგლებში, სახელმწიფოს მხრიდან ფინანსური მხარდაჭერით, ქვეყნაში, ეტაპობრივად, პირველადი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციით უზრუნველყოფა და იმპორტის ჩანაცვლება ხდება, რაც ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია“, – განახადა სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დირექტორმა, ილია თამარაშვილმა, რომელიც შიდა ქართლის რეგიონში იმყოფებოდა.


პროგრამას „დანერგე მომავალი“ სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, 2015 წლიდან ახორციელებს. „ერთიან აგროპროექტი“ გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას და სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.

წყარო: commersant.ge

“თითქოს მარტო გამყიდველია, მყიდველი აღარავინ არის”, – ხორცის რეალიზატორი

0

“ხორცის რეალიზაცია 80%-ით შეგვიმცირდა”, – ამის შესახებ BM.GE-სთან ფერმერმა გურამ მანგოშვილმა განაცხადა. როგორც მანგოშვილი ამბობს, იმის გათვალისწინებით, რომ რეგიონებში დღემდე ვერ მოახერხეს რესტორნებმა და საბანკეტო დარბაზებმა გახსნა, ხორცის რეალიზაცია შემცირებულია.

მისი განმარტებით, სიღნაღში, სადაც ფერმერი პანდემიამდე ხორცის რეალიზაციას ახორციელებდა, ხორცის ფასის შემცირებულია, თუმცა ამის მიუხედავად მოთხოვნა არ გაზრდილა.

“ხორცის რეალიზაცია 80%-ით შეგვიმცირდა. მე კახეთში ვაწარმოებ ხორცს და სიღნაღის რესტორნებს ვამარაგებ, თუმცა გაჩერებულია როგორც რესტორნები, ისე საბანკეტო დარბაზები. ახლა დარჩენილი გვაქვს ერთ მაღაზია, რომლითაც ვღებულობთ მცირედ შემოსავალს. შედარებისთვის, თუ დღეში 100 კილოგრამი გავყიდეთ, ეგ არის ჩვენი შემოსავალი. გაიაფდა საქონლის ფასი, მოთხოვნა რომ არ არის, ხორციც გაიაფებულია ჩვენთან. გვჭირდება ის, რომ საზღვრები გაიხსნას, რომ შევძლოთ საქონლის გატანა საზღვარგარეთ, ფული საერთოდ აღარ ტრიალებს. თითქოს მარტო გამყიდველია, მყიდველი აღარავინ არის. სოფლის მეურნეობა არის ქვეყნის ეკონომიკის ხერხემალი, თუ სოფლის მეურნეობა არ იქნება, ჩაკვდება მესაქონლეობაც, კატასტროფულ მდგომარეობამდე მივალთ. სახელმწიფოს ვთხოვთ, რომ ხელი შეუწყონ ამ დარბაზებს, რესტორნებს, რომ ჩვენც რეალიზაცია მოვახერხოთ”, – ამბობს ფერმერი გურამ მანგოშვილი.

წყარო: bm.ge

სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის პროგრამებით ფერმერები შეუფერხებლად სარგებლობენ

0

სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის „ზრუნვა სოფელზე და ფერმერებზე“  ფარგლებში,  სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში ჩართულ ფერმერები და მეწარმეები სახელმწიფოსგან მნიშვნელოვან მხარდაჭერას იღებენ.

1 ივლისის მონაცემებით:

  • სასოფლო-სამეურნეო მიწის მესაკუთრეთა სტიმულირების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში,  53,900   ფერმერს უკვე  დაერიცხა აგროქულები. დარიცხული სუბსიდიის ოდენობა 10,7 მლნ ლარს აჭარბებს. აგროქულების დარიცხვა გრძელდება.
  • აგროდიზელით ხელშეწყობის პროგრამითუკვე  81,500-ზე მეტმა ბენეფიციარმა ისარგებლა.  ფერმერებმა 24,000 ტონაზე მეტი  მოცულობის  აგროდიზელის ფასდაკლების ბარათები  მიიღეს. იმ ფერმერებმა, რომლებმაც უკვე გაანაღდეს ფასდაკლების ბარათები, ჯამურად,  2,200,000 ლარზე მეტი თანხა დაზოგეს.
  • აგროდაზღვევის  პროგრამის ფარგლებში გაცემულია 14,000-ზე მეტი პოლისი. დაზღვეულია 15 ჰექტრამდე მიწის ფართობი, ხოლო დაზღვეული მოსავალის ღირებულება 134  მილიონ ლარს აღემატება.
  • შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამით, ერთწლოვანი კულტურების მოყვანის მიმდინარე ხარჯების დაფინანსების უზრუნველყოფისათვის, სახელმწიფო 6 თვის საპროცენტო განაკვეთს სრულად ფარავს. გაცემულია 1150 აგროსესხი, სესხის თანხა, ჯამურად, 20 მლნ ლარს აჭარბებს, მათ შორის, სააგენტოს მიერ პროცენტის გასაცემი თანადაფინანსება 1,7 მლნ ლარს აჭარბებს
  • აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამაში რეგისტრირებულია 551 განაცხადი. განაცხადების უმეტესობა, 250 -ზე მეტი განაცხადი, რომელიც პროგრამის პირობებთან შესაბამისობაშია წარმოდგენილი, სასოფლო-სამეურნეო   ტექნიკის თანადაფინანსების მოთხოვნაა. სასათბურე მეურნეობის მოწყობისთვის და მოდერნიზებისთვის  შესასყიდი ძირითადი საშუალებების შეძენის და მათი სამონტაჟო სამუშაოების, ასევე, ერთწლოვანი სასოფლო-სამეურნეო კულტურებისთვის სარწყავი სისტემის შესყიდვასა და მონტაჟის თანადაფინანსების მოთხოვნით შემოსულია 200-ზე მეტი განაცხადი. მათგან პროგრამის პირობებთან შესაბამისობაშია წარმოდგენილი 100-ზე მეტი განაცხადი. აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამის ბიუჯეტი შეადგენს 10 მლნ ლარს.

წყარო: commersant.ge

თაფლი, ცხოველების საკვები – პრიორიტეტული პროდუქტები, რომლებიც ევროკავშირის ბაზარზე გავა

0

DCFTA-ის სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიში ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტს დღეს ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, გენადი არველაძემ ჩააბარა. ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმება სახელდება ერთ-ერთ მთავარ ფაქტორად, რის გამოც ევროკავშირში საქართველოს ექსპორტი მზარდი ტენდენციით ხასიათდება. როგორც არველაძემ განმარტა, გასული წელს ისტორიული მაჩვენებელი დაფიქისრდა, როცა ექსპორტი 12 %-ით გაიზარდა, რაც რიცხვებში 819 მლნ დოლარს შეადგენს. საკომიტეტო განხილვაზე ისიც აღინიშნა, რომ  პანდემიის ფონზე  5 თვეში ევროკავშირში ექსპორტი 24%-ით შემცირდა, თუმცა სამინისტროს მოლოდინი აქვს, რომ ზრდის ტენდენციას 2021 წლიდან დავუბრუნდებით.

დღეს გახდა ცნობილი იმ პროდუქტების ნუსხა, რომელიც ქართულმა მხარემ ევროკავშირს წარუდგინა, როგორც პერსპექტიული პროდუქტები, რომელიც შესაძლებელია ევროკავშირში გავიდეს. ცხოველის საკვებისა და აკვაკულტურის გარდა ჩამონათვალში ბიოპროდუქტები და თაფლი შედის.

„ჩვენ მოვახდინეთ იდენტიფიცირება პრიორიტეტული პროდუქტების, რომელსაც პოტენციალი გააჩნია, რომ ევროკავშირის ბაზარზე განხორციელდეს ექსპორტი და ასევე წარმოებაც რომ განვითარდეს ქვეყანაში. ეს არის აკვაკულტურის მიმართულება, ეს არის ბიოპროდუქტები, ეს არის თაფლის მიმართულება, ასევე ბიოთაფლის წარმოება, ცხოველის საკვები. აღიარების ნაწილში ჩვენ აღნიშნული პროდუქტების დაიდენტიფიცირებას როდესც ვახდენდით, ასევე გადავდგით ნაბიჯი, რომ უფრო მალე დავუახლოვდეთ ევროკავშირის კანონმდებლობას, ვიდრე ეს იყო გათვალისწინებული DCFTA-ითი წლების განმავლობაში.

ცხოველების საკვების მიმართულებით დავასრულეთ მუშაობა, დადებითი გადაწყვეტილება არსებობს, უბრალოდ ფორმალობებია დარჩენილი და ეს იქნება დამტებით ახალი პროდუქტი, რომელზეც ძალიან მაღალი მოთხოვნა არსებობს ევროკავშირის ბაზარზე, ასევე წარმოების მხრივაც არ არის განვითარებული მსოფლიოში, ასევე კონკურენციაც ნაკლებია და ჩვენ გვაქვს რეალური პოტენციალი, რომ აქ შევიდეთ. მწარმოებლები ელოდებიან ამ გადაწყვეტილებას, რადგან მათ აქვთ კონკრეტული კონტრაქტები გაფორმებული და წლის ბოლოს ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, რომ ცხოველის საკვები გავიტანოთ ევროკავშირის ბაზარზე.

ასევე არის აკვაკულტურა, რაზეც გვაქვს ნარჩენების მონიტორინგის გეგმა უკვე გამზადებული, რომელსაც მივყვებით და ერთი წლის თავზე ალბათ მზად ვიქნებით, რომ აქვაკულტურის სხვადასხვა პროდუქცია განვათავსოთ ევროკავშირის ბაზარზე, რაზეც დიდი მოთხოვნაა“-აცხადებს გენადი არველაძე.

წყარო: bm.ge

გიორგი გახარია – სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამებს აფართოებს, დამატებული იქნება ეფექტური მხარდაჭერის პაკეტი ჩვენი მევენახეებისთვის

0

ჩვენს მევენახეებს ისევე, როგორც სხვა სექტორებს, ჩვენ ანტიკრიზისული დახმარება გავუწიეთ, რაზეც შემდეგ მთავრობის სხდომაზე ვიმსჯელებთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომაზე განაცხადა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამებს აფართოებს და არსებულ დარგებს ყურძნის გადამუშავებაც ემატება .პრემიერის თქმით, ეს იქნება ეფექტური მხარდაჭერის პაკეტი მევენახეებისთვის.

„ჩვენ განვიხილავთ ცვლილებებს სოფლის მეურნეობის პროგრამებში. ამ ცვლილების მიზანი გახლავთ ის, რომ ადგილობრივი წარმოების მხარდასაჭერად, სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამებს აფართოებს და შეჰყავს ახალი დარგები. ისეთი, როგორიც არის თხილის გადამუშავება, ჩაის წარმოება, სასურსათო წარმოება, დამატებული იქნება ყურძნის გადამუშავებაც. მოგეხსენებათ, რთველის პერიოდი მოდის, ამაზე ჩვენ შემდეგ მთავრობის სხდომაზე ვიმსჯელებთ. ჩვენს მევენახეებს ისევე, როგორც სხვა სექტორებს, ჩვენ ანტიკრიზისული დახმარება გავუწიეთ, რაზეც შემდეგ მთავრობის სხდომაზე ვიმსჯელებთ. ეს იქნება ეფექტური მხარდაჭერის პაკეტი, ჩვენი მევენახეებისთვის“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

წყარო: commersant.ge

ლევან დავითაშვილი: „ღვინის ინდუსტრიისთვის წლევანდელი სეზონი საკმაოდ რთული იქნება”

0

„არაერთი განცხადება გავაკეთეთ, რომ ღვინის ინდუსტრიისთვის საკმაოდ რთული იქნება წლევანდელი სეზონი. ღვინის ინდუსტრია დაზარალდა არამხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, არამედ გლობალურად, მთელ მსოფლიოში. ამ შემთხვევაში, ვფიქრობთ, სახელმწიფოს მხრიდან ლოგიკური და პასუხისმგებლიანია ის გადაწყვეტილება, რომელიც მივიღეთ. ინსტრუმენტი, რომელმაც ბევრი წლის განმავლობაში ძალიან კარგად იმუშავა, ხელახლა ამოქმედდა.


შეღავათიან აგროკრედიტში არის ცალკე მიმართულება, რომელიც ითვალისწინებს როგორც კაპიტალური ხარჯების საკრედიტო დაფინანსების შემთხვევაში სახელმწიფოს მხრიდან პროცენტის სუბსიდირებას, ასევე, გულისხმობს საბრუნავი საშუალებების პროცენტის თანადაფინანსებას, რაც ღვინის მწარმოებელ კომპანიებს უიაფებს საბრუნავ საშუალებებს, შესაბამისად, მათ მეტი ლიკვიდურობა უჩნდებათ, უჩნდებათ მეტი საშუალება იმისათვის, რომ რთველს მომზადებული შეხვდნენ და მეტი ყურძნის მეტ ფასად შეძენა შეძლონ ჩვენი მევენახეებისგან.


კომპანიებს საშუალება ეძლევათ, ღვინის წარმოებისთვის 15 თვით მიიღონ შეღავათიანი კრედიტი, ხოლო თუ გრძელვადიან პროდუქტს, სპირტს აწარმოებენ, მიიღონ 3 წლით თანადაფინანსება სახელმწიფოს მხრიდან.


აღნიშნული გაზრდის კერძო სექტორის მოთხოვნას და მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს რთველის ღონისძიებებს და მის წარმატებით ჩატარებას.


წელს გვიწევს სუბსიდირება და ეს არის სახელმწიფოს მხრიდან პასუხისმგებლიანი, სწორი გადაწყვეტილება, რომ ფერმერები არ დავტოვოთ პრობლემის წინაშე მარტო. მცირე მოთხოვნის და ჭარბი მოსავლის პირობებში, რქაწითელის შემთხვევაში, სექტორს სჭირდება გარკვეული ინტერვენციები ფერმერების ინტერესების დასაცავად. მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსებია გამოყოფილი.


მინდა განვაცხადო, რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში, 2013 წლიდან მოყოლებული ყველა რთველმა ჩაიარა წარმატებით და შეფერხებების გარეშე. არსად, არანაირად ჩაბარების პრობლემა არ ყოფილა. არც 2020 წელს, არც ერთ ფერმერს ყურძნის ჩაბარების პრობლემა არ ექნება. ბევრი ცდილობს ამ თემით სპეკულირებას, პოლიტიკურადაც, ფერმერების დაძაბვას და ისეთი სიტუაციის წარმოჩენას, თითქოს ფერმერები მიტოვებული არიან. ამას ის ადამიანები ცდილობენ, ვინც, ხშირ შემთხვევაში, თვითონ იყვნენ დამნაშავეები პრობლემების შექმნაში, რომელიც ფერმერებს ექმნებოდათ წლიდან წლამდე. მიუხედავად გამოწვევებისა, ყველაფერი მოგვარდება, საკმარისი ჭურჭელიც იქნება, რთველი იქნება კარგად ორგანიზებული, დამატებითი ელემენტები იქნება გაწერილი მთავრობის დადგენილებაში. ჩვენი პოლიტიკა თანმიმდევრულია. დაახლოებით 300 ათას ტონა მოსავალს ველოდებით, რომელსაც დავაბინავებთ. გამოწვევები ძალიან ბევრია, თუმცა, მთავრობის პასუხისმგებლობაა, რომ ამ გამოწვევებს გაუმკლავდეთ, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა.

წყარო: commersant.ge

თუ ღვინო ყურძნისგან გაკეთდება და ხარისხის პრობლემა მოგვარდება, რთველის სუბსიდირება საჭირო აღარ იქნება – ირაკლი იაშვილი

0

საქართველოს მთავრობა 2020 წლის რთველის სუბსიდირებაზე 60 მილიონი ლარის დახარჯვას გეგმავს. როგორც ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ „კომერსანტს“ განუცხადა, სუბსიდიის სტრუქტურა დამუშავების პროცესშია. მისი თქმით, სუბსიდია მხოლოდ რქაწითელის და კახური მწვანის ჯიშის ყურძენზე გავრცელდება.

„სამწუხაროდ 2 უსუბსიდირო წლის შემდეგ, მსოფლიოში შექმნილი კრიზისული სიტუაციიდან გამომდინარე, რაც ობიექტური რეალობაა, საჭიროდ ჩავთვალეთ 2020 წლის რთველში სუბსიდიის სახით ჩავერიოთ, რაც გულისხმობს შემდეგს: როდესაც რომელიმე ღვინის კომპანია ან მარანი, გარკვეული რაოდენობა რქაწითელს და კახურ მწვანეს შეიძენს ფასის ნაწილი დაუსუბსიდირდება“, – განაცხადა ლევან მეხუზლამ.

კომპანია „ისთ გეით ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და ღვინის მწარმოებელი კომპანია „ვაზიანის“ ხელმძღვანელი ირაკლი იაშვილი „კომერსანტთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ თუ ღვინის ხარისხის პრობლემა მოგვარდება და ის მხოლოდ ყურძნისგან გაკეთდება, რთველის სუბსიდირება საჭირო აღარ გახდება.

„ღვინის ინდუსტრიაში ყველაზე მეტად პრობლემა ისაა, რომ იქმნება ხარისხის პრობლემები, რომელსაც სახელმწიფო ყურადღებას არ აქცევს. რთველის სუბსიდირებას აპირებენ და ხარისხს რომ მიექცეს სერიოზული ყურადღება, მაშინ სუბსიდირება შესაძლოა საერთოდ აღარ გახდეს საჭირო, რადგან ყურძენზე მოთხოვნა გაიზრდება. როდესაც ღვინო ყურძნისგან გაკეთდება, რთველის სუბსიდირება საჭირო აღარ იქნება. ეს ჩემი მყარი, ჩამოყალიბებული პოზიციაა, ემპირიულ გამოცდილებაზე დამყარებული“, – განმარტა ირაკლი იაშვილმა.

ბიზნესმენმა პანდემიის პირობებში არსებულ პრობლემებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ თუ უახლოეს თვეებში სიტუაცია არ გაუმჯობესდა, ღვინის სექტორი ძალიან მძიმე ვითარებაში აღმოჩნდება.

„წლის ბოლომდე მძიმე წელი იქნება, უკვე ეტყობა რომ პანდემიამ ივნისში კბილების გამოჩენა დაიწყო, რაც მოსალოდნელიც იყო. 3-4  თვეში, შემოდგომისთვის სიტუაცია თუ არ გაუმჯობესდა, შემდეგ უკვე კიდევ უფრო მძიმე ვითარება იქნება. გაყიდვები შემცირებულია ყველა მიმართულებით, მათ შორის რა თქმა უნდა ექსპორტის კუთხითაც. რაც შეეხება ონლაინ გაყიდვებს, ღვინის სექტორში პანდემიამდეც ვითარდებოდა ელექტრონული კომერცია, ის კომპანიები რომლებიც პროდუქციას აწარმოებდნენ, გაყიდვის ელექტრონულ ფორმას ვერ აცდებიან, ჩვენც ამას მეტ-ნაკლებად ვიყენებთ და ვანვითარებთ“, – განაცხადა ირაკლი იაშვილმა.

წყარო: commersant.ge

ფერმერებს უკვე აქვთ გამოცდილება და ცოდნა არსებული პრობლემების შესახებ- აგრონომი დავით კაკაშვილი

0

როგორიაპრაქტიკოსი აგრონომისთვალითდანახულიაგროსექტორიდარაუპირატესობებიაქვსინტენსიურიბაღისდანერგვასსაქართველოში ? – ამისშესახებაგრონომმადავითკაკაშვილმარადიო „კომერსანტის“გადაცემაშიაგროსექტორიისაუბრა.

ჩვენ ყოველდღიური კომუნიკაცია გვაქვს ფერმერებთან. მათთან საუბრები კი მეტწილად დაკავშირებულია პროდუქციის მოყვანასა და შემდგომ რეალიზაციასთან. იმ ფერემერებს,რომლებსაც ხარისხიანი პროდუქცია მოჰყავთ, შემდგომში რეალიზაცია უკვე აღარ უჭირთ. უნდა აღინიშნოს,რომ დღესდღეობით, ფერმერებს უკვე აქვთ გამოცდილება და ცოდნა არსებული პრობლემების შესახებ, ისინი მოტივირებულები არიან მიიღონ შედარებით მაღალი და ხარისხიანი მოასვალი.

მაგალითად, მეხილეობაში ხარისხიანი მოსავლის მიღება შეუძლებელია,თუ მთელი ციკლი არ გავიარეთ. პირველი მნიშვნელოვანი საკითხი დაკავშირებულია თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვასთან. უნდა განაშენდეს ინტენსიური ტიპის ნარგავები, ეს ეტაპი გაიარეს,როგორც ევროპის ქვეყნებმა, ისე მეხილეობის დარგში წარმატებულმა  სხვა ქვეყნებმა. ეს კი ნიშნავს იმას,რომ ჩვენ უნდა ავაშენოთ ისეთი ტიპის ბაღები,რომლებიც საშუალებას იძლევა დარგვისთანავე მივიღოთ მოსავალი და შესაბამისად, შემოსავალიც. კულტურებირომლებიცრამდენიმეათეულიწლისშემდეგიძლევამოსავალსარასაინტერესოაბაზრისთვის.

ბაღების ფორმირების ძველი სტილი არ არის საკმარისი, საჭიროა მისი თანამედროვე ტექნოლოგიებით მოვლა, მათ შორის ირიგაციის ახალი და სწორი სისტემების დანერგვა. მცენარეების დაავადებები,რომელთა რიცხოვნობა საკმაოდ დიდია მნიშვნელოვან პრობლემას ქმნის. მათ შეუძლიათ შეამცირონ ჩვენი მოსავალი არამარტო ხარისხის გაუარესების, არამედ რაოდენობის შემცირების თვალსაზრისითაც. ქიმიურიპრეპარატებისტოტალურიგამოყენებადიდიპრობლემაასოფლისმეურნეობისთვისხარჯებისზრდისგარდამათიგამოყენებაეკოლოგიურმდგომარეობასაცაუარესებს. ჩვენ უკვე ვმუშაობთ იმ მიმართულებით,რომ წარმოებაში რაც შეიძლება სწრაფად დაინერგოს შხამქიმიკატების გამოყენების ალტერნატიული გზა – ინტეგრირებული მცენარეთა დაცვა.

ნებისმიერი ფერმერისთვის საკუთრებაში არსებული მიწის ფართობი არის ბიზნესი, ეს ბიზნესი თუ არ გაიმართა, პრობლემატური იქნება ოჯახისთვისაც და ქვეყნისთვისაც. ამიტომ, პირველ რიგში, უნდა გავაშენოთ თანამედროვე, ინტენსიური ტიპის ბაღები და დავუმატოთ მას მოვლა-მოყვანის ის მეთოდები,რომლებიც სასურველ შედეგებამდე მიგვიყვამს. ამ მეთოდების ათვისებასა და სრულ გამოყენებაზე ყოველდღიურად უნდა ვიფიქროთ და განვითარდეთ,- ამბობს დავით კაკაშვილი.

წყარო: commersant.ge