Home Blog Page 197

უცხოურ კომპანიას 30-წლიანი იჯარით კახეთში მიწები გადაეცა

0

კომპანია “არიკს” სახელმწიფომ 30-წლიანი იჯარით კახეთში მიწის ნაკვეთები გადასცა. კომპანიის მფლობელობაში იჯარით გადავიდა: სიღნაღის მუნიციპალიტეტში, სოფელ მაღაროში მდებარე 472 985 კვ. მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, სოფელ მაღაროში მდებარე 1 020 818 კვ. მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, ყანდაურის მიწებში არსებული 235 600 კვ. მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, ყანდაურის მიწებში არსებული 552 701 კვ. მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. 

წლიური საიჯარო ქირა – 18 900 ლარს შეადგენს. 

კომპანია ვალდებულია, საგარეჯოსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტებში არანაკლებ 200 ჰა ფართობზე მრავალწლიანი ნარგავების გააშენოს; ასევე, „არიკმა“ ადგილზე არანაკლებ 100 000 ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს. 

“არიკ ჯგუფი” უცხოური კაპიტალით შექმნილ საინვესტიციო კომპანიაა, რომელიც სოფლის მეურნეობის, კვების ინდუსტრიის და ტურიზმის მიმართულებით ახორციელებს პროექტებს. საპარტნიორო ფონდსა და „არიკ ჯგუფს“ (Aric Group) შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი მიმდინარე წელს გაფორმდა. 

წყარო: BusinessMediaGeorgia

ეკონომიკის მინისტრი: კარგი იქნება, თუ მივეჩვევით საკვირაო მარკეტებს

0

თბილისში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს “აწარმოე საქართველოში” ორგანიზებით ორდღიანი სამეწარმეო მარკეტი გაიხსნა, რომელსაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია დაესწრო. მინისტრმა მოადგილეებთან და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორთან მარიანა მორგოშიასთან ერთად ქართული პროდუქციის გამოფენა დაათვალიერა. ღონისძიებაზე თბილისის მერი დავით ნარმანიაც იმყოფებოდა.

ძველ თბილისში, “მეიდანზე” გამართულ ორდღიან გამოფენა-გაყიდვაზე წარმოდგენილია საქართველოში დამზადებული პროდუქცია – სუვენირები, სამოსი, საკონდიტრო ნაწარმი, ჩირი, ალკოჰოლური სასმელები, ჩაი, სასურსათო პროდუქცია და ა.შ ღონისძიების ფარგლებში ასევე იმართება სხვადასხვა პროდუქციის დეგუსტაცია, სადაც თითოეულ ვიზიტორს შესაძლებლობა აქვს ადგილზე გაეცნოს და დააგემოვნოს ქართული ნაწარმი, ასევე სამომავლო თანამშრომლობის კუთხით კავშირები დაამყაროს ადგილობრივ მწარმოებლებთან.

„მოგეხსენებათ, რომ სახელმწიფო კონცენტრირებულად ვეხმარებით ახალ, დამწყებ ბიზნესებს სხვადასხვა ინსტრუმენტებით, მათ შორის არის პროგრამა „აწარმოე საქართველოში“, „სტარტაპ საქართველო“ და ა.შ. ამ პროექტებმა გარკვეული პროდუქტი უკვე შექმნეს და ჩვენ ახლა ვეხმარებით იმაში, რომ ეს პროდუქტი მივიდეს მომხმარებლამდე. ძველი თბილისის ლოკაცია შეირჩა იმიტომ, რომ ძალიან გვინდა პროგრამის “აწარმოე საქართველოში” მიზნობრიობა მაქსიმალურად იყოს დაკავშირებული იმ მოთხოვნებთან, რომელსაც ტურიზმი აგენერირებს” – განუცხადა მედიის წარმომადგენლებს გიორგი გახარიამ.
მისი თქმით, ქართული პროდუქცია, რომელიც უნდა იყოს კარგი, ხარისხიანი და კონკურენტურიანი, საინტერესოა საქართველოში ჩამომსვლელი უამრავი ტურისტისთვის. „ვფიქრობ ეს ყველაფერი არის წარმატების საფუძველი მეწარმეებისთვის სხვადასხვა დარგში – სასტუმროს ბიზნესში, ტურიზმში, და ა.შ. ძალიან კარგი იქნება, თუ ჩვენ მივეჩვევით საკვირაო მარკეტებს, ხანდახან შემოვივლით ხოლმე და მხარს დავუჭერთ იმ წარმოებას და იმ პროდუქტს, რომელიც საქართველოში მზადდება“ – აღნიშნა მინისტრმა.

„ეკონომიკის სამინისტროს სააგენტო “აწარმოე საქართველოში” ვეხმარებით მეწარმეებს მათი პროდუქციის პოპულარიზაციასა და რეალიზაციაში. შესაბამისად, ასეთი ტიპის ღონისძიებები მათთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, მითუმეტეს, როცა ტურისტული ლოკაციაა შერჩეული. როგორც ხედავთ, ხალხის ნაკადი და დაინტერესება ძალიან დიდია”, – განაცხადა მარიანა მორგოშიამ.

სამეწარმეო მარკეტი ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება. აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაზე წარმოდგენილია ეკონომიკის სამინისტროს სააგენტოს “აწარმოე საქართველოში” საინფორმაციო სტენდი, სადაც დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ გაიგონ მეტი სააგენტოს მიერ განხორციელებული პროექტებისა და სახელმწიფოს მხრიდან ბიზნესის მხარდასაჭერად შემოთავაზებული მექანიზმების შესახებ.

წყარო: BusinessMediaGeorgia

ქართული ღვინის კვირეული მარნეულში ღვინის ფესტივალით გაიხსნა

0

ქართული ღვინის კვირეული დღეს ქალაქ მარნეულის ცენტრში “ქართული ღვინის ფესტივალით“ გაიხსნა. ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, მარნეულში, როგორც ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის არქეოლოგიურ კერაში, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ორგანიზებითა და ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით,  „ქართული ღვინის ფესტივალი“ აღინიშნა. 

სტუმრებს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მიესალმნენ. ფესტივალს ღვინის ეროვნული  სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე ანდრო ასლანიშვილი დაესწრო, რომელმაც სიტყვით მიმართა ფესტივალის მონაწილეებს.

„სწორედ აქ, ამ მიწაზეა აღმოჩენილი ის უძველესი ექსპონატები, რომლებმაც მოგვცა ქართული ღვინის კულტურასთან დაკავშირებული უმნიშვნელოვანესი დასკვნების გაკეთების საშუალება. სწორედ ეს ექსპონატებია წარმოდგენილი საფრანგეთის ქალაქ ბორდოს ღვინის ცივილიზაციის ცენტრში გამოფენაზე „საქართველო – ღვინის აკვანი“, რაც გვაძლევს სიამაყის საფუძვლზე. ჩვენ აუცულებლად უნდა გავაგრძელოთ და ტრადიციად დავამკვიდროთ ამ დღესასწაულის აღნიშვნა მარნეულში“ – აღნიშნა ანდრო ასლანიშვილმა.

ფესტივალი მსვლელობის დროს საწნახელში დაიწურა ყურძენი, სტუმრებმა თავი მოხადეს ქვევრს და დააგემოვნეს მასში მოთავსებული ღვინო, გაიმართა შეჯიბრი ქართულ ტრადიციულ ჭიდაობაში, მოეწყო ქართული ღვინის, თაფლის, ყველის და სხვა პროდუქტების  გამოფენა- გაყიდვა.

ღვინის კვირეულის ფარგლებში, 1 ოქტომბერს თბილისის 1 ღვინის ქარხანაში, გაიმართება ფესტივალი „ახალი მცირე მარნები დიდ ასპარეზზე 2017“, 7-8 ოქტომბერს თბილისობის ფარგლებში, რიყის პარკში „შემოდგომის ნობათის“ გამოფენა-გაყიდვაზე წარმოდგენილი იქნება 15-მდე ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანია. 7 ოქტომბერს ქალაქ თელავში, ღვინის ფესტივალი „თელავინო“ აღინიშნება, ხოლო 8 ოქტომბერს საქართველოს სომელიეთა ასოციაციის მიერ ორგანიზებული „ქართული ღვინის მე-4 ეროვნული კონკურსის“ გამარჯვებული ღვინოების დაჯილდოვება გაიმართება.

წყარო:commersant

დასრულებულია

0

https://www.eauction.ge/Home/EntityView/469797

საქართველოს ფერმერთა ასოციაცია წარმატებულად თანამშრომლობს სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსთან. თანამშრომლობის მიზანია პროექტის „სოფლიდან გაუსვლელად“ ფარგლებში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე იჯარით გაცემის მიზნით გამოცხადებული ელექტრონული აუქციონების შესახებ ინფორმაციის ეფექტური გავრცელება დაინტერესებულ ფერმერებს შორის. ინფორმაცია ყოველი ახალი გამოცხადებული აუქციონის შესახებ ვრცელდება ჩვენს ვებ-გვერდზე და ფეისბუქ გვერდზე.

დასრულებულია

0

https://www.eauction.ge/Home/EntityView/469795

საქართველოს ფერმერთა ასოციაცია წარმატებულად თანამშრომლობს სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსთან. თანამშრომლობის მიზანია პროექტის „სოფლიდან გაუსვლელად“ ფარგლებში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე იჯარით გაცემის მიზნით გამოცხადებული ელექტრონული აუქციონების შესახებ ინფორმაციის ეფექტური გავრცელება დაინტერესებულ ფერმერებს შორის. ინფორმაცია ყოველი ახალი გამოცხადებული აუქციონის შესახებ ვრცელდება ჩვენს ვებ-გვერდზე და ფეისბუქ გვერდზე.

დასრულებულია

0

https://www.eauction.ge/Home/EntityView/469792

საქართველოს ფერმერთა ასოციაცია წარმატებულად თანამშრომლობს სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსთან. თანამშრომლობის მიზანია პროექტის „სოფლიდან გაუსვლელად“ ფარგლებში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე იჯარით გაცემის მიზნით გამოცხადებული ელექტრონული აუქციონების შესახებ ინფორმაციის ეფექტური გავრცელება დაინტერესებულ ფერმერებს შორის. ინფორმაცია ყოველი ახალი გამოცხადებული აუქციონის შესახებ ვრცელდება ჩვენს ვებ-გვერდზე და ფეისბუქ გვერდზე.

დასრულებულია

0

https://www.eauction.ge/Home/EntityView/469130

საქართველოს ფერმერთა ასოციაცია წარმატებულად თანამშრომლობს სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსთან. თანამშრომლობის მიზანია პროექტის „სოფლიდან გაუსვლელად“ ფარგლებში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე იჯარით გაცემის მიზნით გამოცხადებული ელექტრონული აუქციონების შესახებ ინფორმაციის ეფექტური გავრცელება დაინტერესებულ ფერმერებს შორის. ინფორმაცია ყოველი ახალი გამოცხადებული აუქციონის შესახებ ვრცელდება ჩვენს ვებ-გვერდზე და ფეისბუქ გვერდზე.

დასრულებულია

0

https://www.eauction.ge/Home/EntityView/469129

საქართველოს ფერმერთა ასოციაცია წარმატებულად თანამშრომლობს სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსთან. თანამშრომლობის მიზანია პროექტის „სოფლიდან გაუსვლელად“ ფარგლებში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე იჯარით გაცემის მიზნით გამოცხადებული ელექტრონული აუქციონების შესახებ ინფორმაციის ეფექტური გავრცელება დაინტერესებულ ფერმერებს შორის. ინფორმაცია ყოველი ახალი გამოცხადებული აუქციონის შესახებ ვრცელდება ჩვენს ვებ-გვერდზე და ფეისბუქ გვერდზე.

დასრულებულია

0

https://www.eauction.ge/Home/EntityView/469126

საქართველოს ფერმერთა ასოციაცია წარმატებულად თანამშრომლობს სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსთან. თანამშრომლობის მიზანია პროექტის „სოფლიდან გაუსვლელად“ ფარგლებში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე იჯარით გაცემის მიზნით გამოცხადებული ელექტრონული აუქციონების შესახებ ინფორმაციის ეფექტური გავრცელება დაინტერესებულ ფერმერებს შორის. ინფორმაცია ყოველი ახალი გამოცხადებული აუქციონის შესახებ ვრცელდება ჩვენს ვებ-გვერდზე და ფეისბუქ გვერდზე.

დასრულებულია

0

https://www.eauction.ge/Home/EntityView/469123