Home Blog Page 179

კახეთში მდებარე ფერმა „ნინოწმინდა 1“ ყოველდღიურად 24 000 კვერცხს აწარმოებს

0

„ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში შექმნილი მეფრინველეობის ფერმა შპს „ნინოწმინდა 1“ შეღავათიანი აგროკრედიტის მენეჯერმა, ლევან დოლიძემ და კახეთის გუბერნატორის მოადგილემ, ირაკლი შიოშვილმა დაათვალიერეს. 

როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტრო იუწყება, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი მეფრინველეობის საწარმო საგარეჯოს მუნიციპალიტეტში შეიქმნა. შპს „ნინოწმინდა 1“ მეფრინველეობის ფერმაში 40 000 ფრთა ქათამია, რომელიც ყოველდღიურად 24 000 კვერცხს აწარმოებს. საწარმოში 20 ადამიანია დასაქმებულია. პროდუქციის რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე ხდება. 

კომპანია შეღავათიანი აგროკრედიტის ბენეფიციარია. საწარმოში ჯამურად 250 000 აშშ დოლარი ინვესტიცია განხორციელდა, საიდანაც მთლიანი თანხა შეღავათიანი აგროკრედიტია. 

სამინისტროს ინფორმაციით, 2013 წლიდან სოფლის მეურნეობის  სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტო სხვადასხვა პროექტს ახორციელებს ახალი საწარმოების შექმნის მიზნით. პროექტების ფარგლებში შეღავათიანი სესხები გაიცემა როგორც ახალი საწარმოების შექმნისთვის, ასევე უკვე არსებულის გაფართოებისთვის. ამ ეტაპზე, პროექტის ფარგლებში კახეთის რეგიონში შეიქმნა 53 ახალი საწარმო, ხოლო საქართველოს მასშტაბით უკვე 750-ზე მეტი მოქმედი და 162 ახალი საწარმო დაფინანსდა. სახელმწიფოს მხრიდან ფინანსურმა მხარდაჭერამ მეწარმეებს დამატებითი ბიძგი მისცა წარმოების განვითარება-გაფართოებისთვის.

„სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო“ „აწარმოე საქართველოში – სწრაფი განვითარებისთვის“ ფარგლებში, ახორციელებს „ერთიან აგროპროექტს“, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას“, – აცხადებენ სამინისტროში.

 წყარო: BusinessPressNews
 
 
 
 
 
 
 

აზიური ფაროსანა – როგორ მოვიქცეთ, თუ მწერს სახლში შევნიშნავთ?

0

ბოლო კვირის განმავლობაში სოციალურ ქსელში ხშირია პოსტები, სადაც მოსახლეობა დასავლეთ საქართველოში, კერძოდ, გურიისა და სამეგრელოს სოფლებში, გავრცელებული მწერების გამო წუხს. ეს მწერები უმეტესად სიმინდსა და თხილს ეტანებიან.

Facebook-ის ერთერთი მომხმარებელი, ლადო აფხაზავა, წერს, რომ  მწერმა, სახელად, ფაროსანამ, გურიაში, ლანჩხუთში, ხილი და ბოსტნეული გააფუჭა, ახლა კი საყანე ფართობებს შეესია.

სოფლის მეურნეობის სამინისტროში “ფორტუნასთან” საუბრისას განმარტეს, რომ ფაროსანას ჯიშის მწერის გასანადგურებლად უწყებაში შეწამვლის პროცესი ორ ეტაპად დაიგეგმა: პირველად 53 ათასი ჰექტარის ფართობი შეიწამლა; მეორე ეტაპი ჯერ არ დასრულებულა, ჯერჯერობით 20 ათასი ჰექტარია შეწამლული, მთლიანობაში კი 50 ათასი ჰექტრის შეწამვლა იგეგმება.

სამინისტროს ინფორმაციით, ეს პრობლემა ჯერჯერობით მხოლოდ დასავლეთ საქართველოს მოსახლეობას აწუხებს და უწყება ყველა ბერკეტს იყენებს, რათა ფაროსანა აღმოსავლეთ საქართველოშიც არ გავრცელდეს.

ცნობისთვის, ეს მწერი ამერიკაშიც საკმაოდ გავრცელებულია.

„არსებობს ამერიკელი სპეციალისტების რეკომენდაციები, რომლებსაც სოფლის მეურნეობის სამინისტრი ითვალისწინებს ფაროსანასთან ბრძოლისას. თუმცა, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ მხოლოდ სახელმწიფო უწყება ვერაფერს გახდება, თუ მოსახლეობაც არ დაგვეხმარა. კერძოდ, ჩვენი თხოვნაა, რომ დასავლეთ საქართველოს, განსაკუთრებით, გურიისა და სამეგრელოს სოფლების მკვიდრებმა სახლებში დადგან სპეციალიზებური ყუთები, რომლებიც მწერების გავრცელებას შეუშლის ხელს. მზადდება მარტივი კონსტრუქციის მუყაოს ან სხვა მასალის თავშესაფარი, რომელშიც მჭიდროდ თავსდება კვერცხის ჩასაწყობი მუყაოს ფირფიტები ან მსგავსი მასალა. აღნიშნულ თავშესაფრებს, გამოსაზამთრებლად დაძრული  ფაროსანების  მოზიდვის მიზნით, ათავსებენ სახლების მახლობლად, ამ გზით აგროვებენ მავნებელს და ანადგურებენ მექანიკურად ,“  –  განმარტავენ სამინისტროში.

აზიური ფაროსანა (Halyomorpha Halys) საქართველოში პირველად  2015 წელს  დაფიქსირდა.   მავნებელმა 2016 წელს თხილის მოსავლის მნიშვნელოვანი ზარალი გამოიწვია და გარკვეულწილად სიმინდიც დააზიანა.  გარდა ამ კულტურებისა, ფაროსანა აზიანებს ხეხილოვან, კენკროვან და ბოსტნეულ კულტურებს,  განსაკუთრებით ატამს, ვაშლატამას, ვაშლს, მსხალს, ჟოლოს, პომიდორს, წიწაკას და მზესუმზირას.

ფაროსანას მიერ დაზიანებული ხეხილის ნაყოფი დეფორმირდება, დაზიანების ადგილებში ვითარდება ყავისფერი ლაქები და ხილი საკვებად გამოუსადეგარი ხდება.

წყარო:Fortuna.ge

ევროკავშირში ექსპორტი 33,6%-ით გაიზარდა, დსთ-ში კი 59%-ით

0

2017 წლის იანვარ-ივლისში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 1541.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 11.0 პროცენტით მეტია. აქედან ექსპორტი 339,1 მლნ. აშშ დოლარი იყო (33,6 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 1202.4 მლნ. აშშ დოლარი (6.0 პროცენტით მეტი).
საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ამ ქვეყნების წილმა 27.2 პროცენტი შეადგინა, მათ შორის ექსპორტში 23.4 პროცენტი და იმპორტში 28.4 პროცენტი (2016 წლის იანვარ-ივლისში შესაბამისად 27.7, 22.6 და 29.1 პროცენტი). ევროკავშირის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 31.0 პროცენტი (2016 წლის იანვარ-ივლისში 31.7 პროცენტი). 

დსთ-ის ქვეყნებთან საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2017 წლის იანვარ-ივლისში 1808.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა (2016 წლის იანვარ-ივლისთან შედარებით 30.7 პროცენტით მეტი). აქედან ექსპორტი 570.3 მლნ. აშშ დოლარი (59.4 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 1237.9 მლნ. აშშ დოლარი იყო (20.7 პროცენტით მეტი). საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში დსთ-ის ქვეყნების წილი 31.9 პროცენტი იყო, მათ შორის ექსპორტში 39.4 პროცენტი და იმპორტში 29.3 პროცენტი (2016 წლის იანვარ-ივლისში შესაბამისად 27.5, 31.9 და 26.3 პროცენტი). 2017 წლის იანვარ-ივლისში დსთ-ის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 24.0 პროცენტი (2016 წლის იანვარ-ივლისშიც ასევე 24.0 პროცენტი)

წყარო: Business Media Georgia

“როცა გვაქვს ადგილობრივი, ჯანმრთელი ხორბალი, რატომ უნდა ვიყიდოთ სხვისი პური?”

0

29 წლის ნოდარ ლატიბაშვილის მოსმენისას აუცილებლად გაიფიქრებ, შესაძლებლობების სწორად გამოყენება რომ ვიცოდეთ, ფეხზე ყველანი დავდგებითო. 
ნოდარ ლატიბაშვილმა კი ეს შესაძლებლობები გამოიყენა და წარმატებაც მალე მოვიდა. თანაც მიწაზე შრომისას, რომელსაც ბევრი ემდურის, – მიწა ხშირად გვღალატობსო. 

ცოტა ხნის წინ ახალგაზრდა ფერმერმა “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე ასეთი რამ დაწერა: “ერთ პიროვნებას უნდოდა 50 კილო წითელი დოლის (ქართული ხორბლის ჯიში) ფქვილი. წისქვილისთვის ეს ცოტაა და ამიტომ 400 კილო დავფქვი, ვიფიქრე, ნახევარს მე დავიტოვებ და ნახევარს გავყიდი-მეთქი. “ფეისბუქზე” დავდე პოსტი. ზუსტად ნახევარ საათში გაიყიდა. შეკვეთებიც მივიღე, ისე, რომ შეიძლება შემდეგში დასაფქვავიც აღარაფერი იყოს, თუ ასე გაგრძელდა”.

ამის შემდეგ ნოდარს ჩვენც გამოვეხმაურეთ.

ნოდარ ლატიბაშვილი– ბავშვობა ყვარელში მაქვს გატარებული, მერე თბილისში გადმოვსახლდით. ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტი დავამთავრე. ერთხანს აგროდაზღვევის კომპანიაში ვიმუშავე. აქ მივხვდი, რომ ბევრი შეცდომა მოგვდის მიწაზე შრომისას. თუმცა იმასაც მივხვდი, რომ მიწის მოვლა-პატრონობით ბევრს მოიგებ. თბილისიდან ხშირად დავდიოდი ყვარელში, გზადაგზა ვხედავდი გაველურებულ, დაუმუშავებელ მიწის ნაკვეთებს. ვიფიქრე, ასეთ მიწას ვიყიდი ბიოწარმოებისთვის, მით უფრო, რომ აქ წლების წინათ შეტანილი ქიმიური სასუქის კვალიც აღარ იქნება-მეთქი. 
მიწის დამუშავების ახალ ტექნოლოგიებს გავეცანი. მხოლოდ საკუთარი დანაზოგით ვიყიდე საგარეჯოს ახლოს 6 ჰექტარი მიწა, სადაც ნახევარ ჰექტარზე ვაზიც იყო შემორჩენილი, მიწას მივხედე, ვაზიც ფეხზე დავაყენე. ვენახი პირველ ეტაპზე შემეშველება, სულ მალე ახალი ზვრის ჩაყრას ვაპირებ. Dდანარჩენზე, 2-2 ჰექტარზე, წლეულს პირველად შვრია და ჩვენი, წითელი დოლის ჯიშის ხორბალი დავთესე. 
ბევრი ამბობს, ძველი ქართული ხორბლის ჯიშები აღარ ითესება და ჩვენივე პურით ვეღარ ვირჩენთ თავსო.
– მისი მოყვანა ჩემთვისაც პრესტიჟია, – როცა გვაქვს ადგილობრივი, ჯანმრთელი ხორბალი, რატომ უნდა ვიყიდოთ სხვისი პური? Uუპირველესად, ეს ჯიში ოჯახში მოსახმარებლად დავთესე. ალბათ ბევრმა არ იცის, რომ დოლის პური გემრიელიცაა და არ შეიცავს ალერგიის გამომწვევ არანაირ ნივთიერებას. მისი დათესვა ღირდა, თუმცა ეს ჯიში დიდად მოსავლიანი არ არის.

თქვენ რამდენი მიიღეთ?
– საშემოდგომოდ 500 კილოგრამი ხორბალი დავთესე, 2,5 ტონა მარცვალი მოვიწიე. შეიძლებოდა 5 ტონამდე მომეყვანა, თუ ქიმიური სასუქებით გავანოყიერებდი ნიადაგს. მე კი მხოლოდ ბუნებრივი მოვიხმარე. სარეველებთანაც არ მიბრძოლია. ბევრიც არ ყოფილა. ამას რომ ვამბობ, არ მიჯერებენ, არადა, მიწა ნასვენი იყო და სარეველას ხორბალმა აჯობა. ასე გაგრძელდება 4 წელიწადს. ახლა ხორბალი სხვა ნაკვეთზე უნდა დავთესო, მის ადგილას კი სხვა რომელიმე კულტურა, რომელიც ახალი ძალით შეებრძოლება სარეველას. 

წყარო: “ბიზნესპრესნიუსი” 

ქართული სამაცივრე მეურნეობები საზღვარგარეთ მხოლოდ ხილს და ბოსტნეულს ყიდიან

0

საქსტატმა მეორე კვარტალში სამაცივრე მეურეობებში არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა. 

უწყების ცნობით, სამაცივრე მეურნეობების მიერ შემდგომი რეალიზაციის მიზნით, II კვარტლის განმავლობაში შესყიდულია 3,8 მლნ. ლარიის ღირებულების 2,9 ათასი ტონა პროდუქცია. 

ამ დროის განმავლობაში სამაცივრე მეურნეობების მიერ გაყიდულია 22,9 მლნ. ლარის ღირებულების (5.8 ათასი ტონა) პროდუქცია, საიდანაც შედარებით დიდი ნაწილი (53,6%) იყო ადგილობრივი წარმოების. ამასთან, საქართველოში არსებული სამაცივრე მეურნეობები საზღვარგარეთ მხოლოდ ხილს და ბოსტნეულს ყიდიან.

იმპორტირებული პროდუქციის მნიშვნელოვან მოცულობას ქათმის ხორცი (35,8%), ხილი და ბოსტნეული (27,6%) და პირუტყვის ხორცი და ხორცპროდუქტები (მათ შორის ნახევარფაბრიკატები) (21,1%) წარმოადგენდა. 

ამასთან, სამაცივრეების მიერ გაყიდული პროდუქციიდან უცხოურ ბაზარზე მხოლოდ ხილი და ბოსტნეული იქნა რეალიზებული. 

2017 წლის II კვარტალში საქართველოში 26 ერთეული სამაცივრე მეურნეობა ფუნქციონირებდა, რომელთა უმრავლესობაც თბილისსა (38,5%) და იმერეთში (30,8%). მოქმედი სამაცივრე მეურნეობები ასევე განთავსებულია შიდა ქართლისა (15,4%) და სამეგრელო-ზემო სვანეთის (15,4%) რეგიონში

წყარო: Business Media Georgia

აგრო დაზღვევა

0

საქართველოს ფერმერთა ასოციაცია და სადაზღვევო კომპანია „გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“ ერთობლივად მუშაობენ ფერმერთა ინტერესებზე მორგებული და მოქნილი აგრო სადაზღვევო პაკეტების შემუშავებაზე.

ეს იქნება საქართველოში პირველი დაზღვევის პაკეტი, რომელიც მაქსიმალურად დააკმაყოფილებს ფერმერთა საჭიროებებს.