Home Blog Page 176

“არტიზანი” – ახალგაზრდა მეღვინეების წარმოებული პროდუქტი, რომელიც ბელგიაში იყიდება

0

“არტიზანი” ნატურალური ღვინის მოყვარულების მიერ შექმნილი პროდუქტია. ბაზარზე სულ 2 წლის წინ გამოჩნდნენ, ამ დროის განმავლობაში კი უკვე მოახერხეს ბელგიაში შეღწევა, უახლოეს მომავალში კი ღვინის გაგზავნას დანიასა და ფინეთშიც აპირებენ. კომპანიაში აცხადებენ, რომ მათი მიზანი, არატრადიციული ბაზრების ათვისებაა, თუმცა, მასშტაბურ წარმოებაზე გადასვლა მათს გეგმებში არ შედის. უფრო დეტალურად კომპანიის შექმნისა და განვითარების ისტორიაზე “საქმის კურსს” “არტიზანის” ერთ-ერთი დამფუძნებელი სალომე ანდრაზაშვილი ესაუბრა: 

– როდის ჩამოყალიბდა კომპანია “არტიზანი” და რა სახეობის ღვინოებს აწარმოებთ? 

– “არტიზანი” დაფუძნდა 2015 წელს. ბაზარზე თავის დამკვიდრება საფერავის მშრალით დავიწყეთ. შარშან კი უკვე “საფერავის როზეც” შევთავაზეთ მომხმარებელს. ღვინოს ვაწარმოებთ საფერავის ყურძნისგან, რომელიც მოწეულია ხაშმში, ყარაბულახის ვენახებში. 

– კომპანიას საკუთარი ვენახები აქვს თუ იბარებთ ყურძენს? 

– “არტიზანის” შექმნის იდეა, დასაწყისშივე, ეფუძნებოდა ჩვენს ფილოსოფიას – ყოველ მოსავალზე მოვიძიოთ ისეთი უნიკალური მიკროზონა, რომელიც საშუალებას მოგვცემს, იდეალურად წარმოვაჩინოთ ყურძნის ჯიშის და ვენახის ადგილმდებარეობის (ტერუარის) ნიშანთვისებები. ასევე, ჩვენს უმთავრეს მიზანს წარმოადგენს ყოველწლიურად ახალი ჯიშის, ექსპერიმენტული სახის, ღვინის დამატება. აქედან გამომდინარე, ვენახის ქონა ჩვენს ხედვას არ შეესაბამება და ჩვენს გეგმებში არ შედის. 

– ვინ არიან კომპანიის დამფუძნებლები და რატომ გადაწყვიტეთ ამ მიმართულებით დაინტერესება? 

-“არტიზანი” არის 3 ნატურალური ღვინით დაინტერესებული ადამიანის გაერთიანებით შექმნილი პროდუქტი. ნატურალური ღვინის მიმართ ინტერესი მსოფლიოში (განსაკუთრებით დასავლეთ ევროპის, კანადის, ახალი ზელანდიის ა.შ. ბაზრებზე) წლიდან წლამდე იზრდება, ქართული მეღვინეობის პოტენციალი ამ კუთხით კი ძალიან დიდია, რაც ძირითადად ადგილობრივი ჯიშების სიმრავლით და უნიკალურობით არის გამოწვეული. რადგან საქართველოში ძირითადი აქცენტი ღვინის სექტორში მაინც პოსტსაბჭოთა და აღმოსავლეთ აზიური ქვეყნების ბაზრებზე კეთდება, ჩვენს მთავარ მიზნად დავისახეთ, ღვინის ისეთი გზით დამზადება, რომელიც საშუალებას მოგვცემს ქართული ღვინის კულტურა მსოფლიოს სხვა ქვეყნებამდეც მივიტანოთ. 

– როგორც ვიცი, ბელგიაში გაგაქვთ პროდუქცია. როგორ შეძელით ამ ბაზარზე გასვლა? სად იყიდება თქვენი პროდუქცია კონკრეტულად? 

– ჩვენი ერთ-ერთი მეღვინე ბელგიაში ცხოვრობს, რამაც საშუალება მოგვცა არტიზანის ღვინის დეგუსტაცია ბრიუსელში დაგვეორგანიზებინა. ამის შემდეგ პირდაპირ მივიღეთ რამდენიმე შეკვეთა, მიგვეწოდებინა ღვინო სხვადასხვა ღონისძიებებისთვის. იქედან გამომდინარე, რომ საქართველოდან დასავლეთ ევროპაში ღვინის ტრანსპორტირება დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული (განსაკუთრებით ჩვენი ზომის წარმოებისთვის), “არტიზანის” ყოველთვიურად მიწოდებას დღემდე ვერ ვახერხებთ. თუმცა, მომავალ წელს ვგეგმავთ როზეს დანიასა და ფინეთში გაგზავნას. 

– როგორია თქვენი გეგმები, რა მასშტაბებზე გსურთ გასვლა და აპირებთ თუ არა კიდევ ბაზრების დივერსიფიკაციას? 

– ვგეგმავთ, წლიდან წლამდე წარმოების რაოდენობის გაზრდას, მაგრამ ჩვენი მიზანი არ არის, გავხდეთ დიდი ღვინის მწარმოებელი კომპანია. “არტიზანის” აქცენტი ყოველთვის იქნება ახალი ჯიშების დამატებაზე, ახალი მიკროზონების აღმოჩენაზე, და დაყენების ტექნოლოგიაში ექსპერიმენტების ჩატარებაზე. რაც შეეხება ექსპორტს, წარმოების მასშტაბის სიმცირიდან გამომდინარე, ჩვენი ძირითადი სეგმენტი ნატურალური ღვინის მოყვარული, ღვინოში უკვე მეტ-ნაკლებად გათვიცნობიერებული მომხმარებელია. შესაბამისად, საექპორტო ქვეყნებში უფრო ბენილუქსის ქვეყნებს, ა.შ.შ.-ს, დიდი ბრიტანეთს და ევროპის სხვა ქვეყნებს მოვიაზრებთ. 

წყარო: BusinessMediaGeorgia

10 ყველაზე ძვირად ღირებული და უნიკალური ქართული ღვინო

0

საუკუნეების განმავლობაში ქართველებმა ღვინის უნიკალური სახეობები შექმნეს, თითოეული მათგანი თავისი გემოთი და არომატით განსხვავებული და განუმეორებელია. 
„დუგლაძეების ღვინის კომპანიის“ მთავარი მეღვინე – ლევან ყანჩაველი 10 ყველაზე ძვირად ღირებულ და უნიკალურ ქართულ ღვინოს გამოყოფს.

უსახელოური – ყველაზე ძვირად ღირებული ქართული ღვინოა. უსახელოურის ჯიშის ყურძენი ცაგერის რაიონის სოფელ ოყურეშში ხარობს, ძალზე მცირე რაოდენობით მოიპოვება და მისგან უმაღლესი ხარისხის ღვინო მზადდება. ეს არის ძალიან არომატული, ნახევრადტკბილი წითელი ღვინო. უსახელოური დაახლოებით 80-90 ლარი ღირს. ბუნებრივია, მისი საექსპორტო ფასი უფრო ძვირია. ამ ღვინოზე დიდი მოთხოვნაა ევროპის ქვეყნებსა და ჩინეთში. ადგილობრივ მევენახეთა შორის, უსახელოური ცნობილია ოყურეშულის სახელწოდებითაც. 

მუსკატი – 50-დან 70 ლარამდე ღირს. ეს ღვინოც ძალიან მცირე რაოდენობით იწურება. მუსკატის ჯიშის ყურძენი ძირითადად კახეთში და ქართლის რეგიონში გვხვდება – მუხრანში, ასევე – გორში და მის მიმდებარე სოფლებში. ამ ყურძნისგან ქართველი მეღვინეები საუკეთესო ღვინოს ამზადებენ, რომელიც ძირითადად ჩინეთში და ადგილობრივ ბაზარზე იყიდება. 

ქისი – ქვევრის ღვინოა, რომელიც ძალიან მცირე რაოდენობით მზადდება და დაახლოებით 40-დან 50 ლარამდე ღირს. ამ ღვინოს კახეთის რეგიონში, ახმეტის ზონაში წურავენ. ღვინო ექვსი თვის განმავლობაში ქვევრში უნდა დადუღდეს და მხოლოდ ამის შემდეგ ასხამენ ბოთლებში. ქისი ძალიან მცირე რაოდენობით მზადდება და უნიკალურია. 

ხვანჭკარა – რაჭაში გავრცელებული ალექსანდროულის და მუჯურეთულის ჯიშის ყურძნისგან მზადდება. ყურძნის ეს ორი ჯიში რაჭაში ყველგან ხარობს, ამიტომ, ხვანჭკარა იშვიათობას არ წარმოადგენს. ეს ნახევრად ტკბილი ღვინოა, რომლის ერთი ბოთლის ღირებულება საშუალოდ 40-60 ლარია. 

ტვიში – თეთრი, ნახევრად ტკბილი ღვინოა, რომელიც ცოლიკოურის ჯიშის ყურძნისაგან მზადდება. მას ისტორიულად ლეჩხუმში ამზადებდნენ. არსებობს მევენახეობის სპეციფიკური ზონა „ტვიში“, რომელიც ლეჩხუმში, მდინარე რიონის მარჯვენა სანაპირო ზოლში, ზღვის დონიდან 435 მ სიმაღლეზე მდებარეობს. იგი მოიცავს სოფლებს: ტვიშსა და ალპანას. სწორედ ამ ზონიდან მოდის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ნახევრად ტკბილი ღვინო, რომლის ფასიც 25-დან 35 ლარამდე მერყეობს. სხვათა შორის, ცოლიკოურის ჯიშის ყურძენი იმერეთშიც მოდის, მაგრამ ტვიშის დასამზადებლად არ გამოდგება: ღვინოს ის ნიადაგი და კლიმატი ანიჭებს უნიკალურ გემოს, სადაც მას ამზადებენ. 

ოცხანური საფერეც მცირე რაოდენობით იწურება. მას მუხის კასრებში აძველებენ და დაახლოებით 1,5 წლის შემდეგ ბოთლებში გადააქვთ. ყურძნის ეს ჯიში დასავლეთ საქართველოში, ზესტაფონისა და ბაღდათის მიმდებარე ტერიტორიაზე მოდის. მისგან საუკეთესო ხარისხის სუფრის მშრალ ღვინოს ამზადებენ, რომლის საშუალო ფასი 20-30 ლარია. 

ახაშენი – ნახევრად ტკბილი ღვინოა, რომელიც საფერავის ჯიშის ყურძნისაგან მზადდება. ის მოდის ჩუმლაყში, ახაშენში და ამ სოფლებში არსებულ მიკროზონაში. ახაშენის ფასი დაახლოებით 15 ლარიდან იწყება და 25 ლარამდეა. მისი საექსპორტო არეალი ძირითადად რუსეთი და ჩინეთია. 

კრახუნა – დასავლეთ საქართველოში, ზესტაფონის მიმდებარე ტერიტორიაზე მოდის უგემრიელესი ყურძენი – კრახუნა. კრახუნა ძალიან მაღალი ხარისხის ყურძენია, რომლისგანაც საუკეთესო თეთრ, მშრალ ღვინოს ამზადებენ. მისი ფასი 15-დან 20 ლარამდე მერყეობს. კრახუნას ჯიშის ყურძნისგან მაღალი ხარისხის შამპანურის და ცქრიალა ღვინის დამზადებაც შეიძლება. 

ქინძმარაული – იმდენად ძვირი არ ღირს, მაგრამ ძალიან მოთხოვნადი ღვინოა. ის კახეთში, ყვარლის რაიონში დაკრეფილი ყურძნისაგან მზადდება. ღვინის ფასი დაახლოებით 15-20 ლარია. ეს ერთ-ერთი უნიკალური ჯიშია, მიუხედავად იმისა, რომ იშვიათი არ არის. ქინძმარაული ექსპორტზე ძირითადად ჩინეთსა და რუსეთში გადის. 

მუკუზანი – წითელი მშრალი ღვინოა, რომელსაც სოფელ მუკუზანში და მიმდებარე ტერიტორიაზე ამზადებდნენ. მუკუზანი ძალიან მაღალი ხარისხის ღვინოა, ჯერ კასრებში ძველდება და წელიწადნახევრის გასვლის შემდეგ შეიძლება მისი ბოთლებში ჩამოსხმა. მუკუზანი 15-20 ლარი ღირს, მართალია ძვირი არ არის, მაგრამ ქართულ ღვინოებს შორის ერთ-ერთი საუკეთესოა. 

წყარო: BusinessPressNews

თუშეთის 24 სოფელსა და 4 ხეობაში ინტერნეტი უკვე ხელმისაწვდომია

0

თუშეთის 24 სოფელსა და 4 ხეობაში ინტერნეტი უკვე ხელმისაწვდომია – პროექტი ააიპ „თუშეთის განვითარების ფონდმა“ საერთაშორისო ორგანიზაცია The Internet Society (ISOC)-თან ერთად განახორციელა. პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროა. 

თუშეთში ინტერნეტიზაციის უკვე დასრულებულ სამუშაოებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, გიორგი ჩერქეზიშვილი გაეცნო. მინისტრის მოადგილემ მხარის გუბერნატორთან, „თუშეთის განვითარების ფონდისა“ და ISOC-ს წარმომადგენლებთან ერთად შესაბამისი ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობასა და ბიზნეს-ოპერატორებს შეხვდა. 

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ეკონომიკის სამინისტროს სსიპ „ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ“ პოტენციურ ბენეფიციარებს სპეციალური ტრენინგები ჩაუტარა და მათ 150 ლარის ღირებულების ერთჯერადი ვაუჩერები გადასცა. შეხვედრის მონაწილეების განცხადებით, ინტერნეტის ამოქმედება დადებით ზეგავლენას მოახდენს თუშეთის შემდგომ სოციალურ, კულტურულ და ეკონომიკურ განვითარებაზე, განსაკუთრებით თუშეთის ტურისტული პოტენციალის გაზრდაზე. 

თუშეთში ამ ამ ეტაპისათვის უკვე დამონტაჟებულია 7 ანძა, მონიშნულია სატრანზიტო წერტილები: სოფელ რუისპირის ანძა, რომელთანაც მოყვანილია ოპტიკური ხაზი (კომპანია „ფრინეტი,“ კახეთი) და აბანოს უღელტეხილი, სადაც დამონტაჟებულია უფასო ინტერნეტის დაშვების წერტილი. 

ISOC-არაკომერციული ორგანიზაცია, რომლის ძირითადი ფუნქცია ინტერნეტის განვითარების ხელშეწყობა და მისი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაა. პროექტის საერთო ღირებულება: 40 000 USD და 20 500 ლარია.

წყარო: Business Media Georgia

ქართველი მწარმოებლებისთვის შეღავათები წესდება

0

სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე ადგილობრივი მწარმოებლებისთვის შეღავათი წესდება, – ქართული კომპანიები ტენდერებში 10%-იანი შეღავათით ისარგებლებენ. საკითხს მთავრობა უახლოეს მთავრობის სხდომაზე განიხილავს. 

საქართველოს მწარმოებელთა ფედერაციის ხელძღვანელი ლევან სილაგავა „საქმის კურსთან“ საუბრისას ამბობს, რომ შეღავათით ის დარგები და კომპანიები ისარგებლებენ, რომლებიც ფასით და ხარისხით იმპორტირებულისთვის კონკურენციის გაწევას შეძლებენ. 

„ყოველწლიურად დაახლოებით 4 მილიარდი ლარი იხარჯება სახელმწიფო შესყიდვებზე. იქ სადაც ადგილობრივ მწარმოებლებს შეუძლიათ სწორი კონკურენცია გაუწიოს იმპორტირებულ პროდუქციას და ძალიან ახლოს არის პროდუქციის ფასით, სწორი ხარისხის პირობებში , – ამას სჭირდება ხელშეწყობა. ეს ადგილობრივი კომპანიების განვითარებას შეუწყობს, ასევე დადებითად იმოქმედებს ლარზეც“, – ამბობს სილაგავა. 

გადაწყვეტილება ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებს დღეს ეკონომიკის მინისტრმა გააცნო. 

წყარო: Business Media Georgia

ყურძნის რეალიზაციიდან კახელმა ფერმერებმა 18 მლნ ლარი მიიღეს

0

11 სექტემბრის 13:00 საათის მონაცემებით, გადამუშავებულია 18.7 ათასი ტონა ყურძენი. მევენახეებმა ამ დროისთვის ყურძნის რეალიზაციის შედეგად, შემოსავლების სახით, უკვე 18 მლნ ლარამდე აქვთ მიღებული.

ამ ეტაპისთვის რთველის საკოორდინაციო შტაბში დარეგისტრირებულია 132 ღვინის კომპანია, მათგან 67 უკვე ჩართულია ყურძნის გადამუშავების პროცესში.

წყარო: (BPI)