2020 წლიდან ბაზარზე „ქართული სნეკი“ ანუ „გათანამედროვებული ტყლაპი“ გამოჩნდება

0
30

„ქართული სნეკი“ ანუ ე.წ. „გათანამედროვებული ტყლაპი“ ბაზარზე 2020 წლიდან გამოჩნდება, – ამის შესახებ Bm.ge-ის კომპანია “გრეიფის” ხელმძღვანელმა სოფო გოგელიამ განუცხადა.

„პროდუქტი მხოლოდ ქართული ბაზრისთვის იქნება განკუთვნილი. საფასო პოლიტიკა ჯერ ზუსტად არ ვიცით. ვფიქრობთ, “ქართულ სნეკს” მსგავს იმპორტირებულ პროდუქტებზე უფრო დაბალი ფასი ექნება, თუმცა მაინც თვითღირებულებიდან გამომდინარე განვსაზღვრავთ“, – აცხადებს გოგელია.

ამასთან, როგორც Bm.ge-ისთან საუბარში კომპანიის ხელმძღვანელი ამბობს, „გრეიფი“ წარმატებით მუშაობს საექსპორტო მიმართულებითაც.

„თათარის პირველი პარტია უკვე გავგზავნეთ ლიტვაში და ის ევროპის ერთ-ერთი უდიდესი სავაჭრო ქსელის – Lidl-ის სუპერმარკეტებში გაიყიდება. Lidl-ის საშუალებით ვაპირებთ პროდუქციის ექსპორტი მთელი ევროპის მასშტაბით განვახორციელოთ”, – აცხადებს გოგელია.

მისივე თქმით, “გრეიფმა” ამერიკულ კომპანია “Tatapela”-სთანაც გააფორმა ხელშეკრულება. კონტრაქტის თანახმად, პროდუქტი ნახევარფაბრიკატის სახით დამზადდება საქართველოში, რის შემდეგაც გაიგზავნება ამერიკაში, სადაც შეიფუთება და გაიყიდება.

აშშ-ის გარდა, გოგელიას თქმით, მოლაპარაკებები ფრანგულ კომპანიასთანაც მიმდინარეობს.

რაც შეეხება სხვა სამომავლო გეგმებს, დაფასოებული თათარის მწარმოებელმა კომპანია “გრეიფმა” ნატახტარში ახალი საწარმოს მშენებლობა უკვე დაიწყო და 2020 წლიდან კომპანია საწარმოო პროცესს ნატახტარში გააგრძელებს.
საწარმო საწყის ეტაპზე 20-30 ადამიანის დასაქმებას შეძლებს. “გრეიფის” ახალი საწარმოს საინვესტიციო ღირებულება 100 000 დოლარია.

წყარო:bm.ge

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here