“ჩირიფრუტი“ – თურქეთში ზოგიერთ ქართულ პროდუქციაზე კვოტების გაუქმება საწარმოებისთვის მეტი პროდუქციის წარმოების მოტივაცია იქნება

21
717

თურქეთის ბაზარზე ზოგიერთ ქართულ პროდუქციაზე დაწესებული კვოტების გაუქმებას დადებითად აფასებს „ჩირიფრუტის“ დამფუძნებელი სოფო ჯიქია.

როგორც სოფო ჯიქიამ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, ეს გადაწყვეტილება საწარმოებისთვის იქნება სტიმული და მოტივაცია, რათა უფრო მეტი პროდუქცია აწარმოონ და ექსპორტზე გაიტანონ.

„რაც შეეხება თურქეთის ბაზარს, მნიშვნელოვანია, მოიძებნოს ჩირის სახეობა, რომელიც იქაური ბაზრისთვის მიმზიდველი იქნება. ცხადია, კარგი იქნება თუ ამაზე აქცენტი გაკეთდება“, – განაცხადა სოფო ჯიქიამ.

საქართველო და თურქეთი თავისუფალი ვაჭრობის არსებული შეთანხმების გაფართოებაზე შეთანხმდნენ. მხარეებს შორის შეთანხმება საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის

 

თურქეთში ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში შედგა.

შეთანხმების თანახმად, ქართულ ლიმონზე, კივიზე, ყურძენზე, ჩირზე, ხილისა და ბოსტნეულის კონსერვებსა და წვენებზე, საკვებ ინგრედიენტებზე დაწესებული კვოტები გაუქმდა. გარდა ამისა, კვოტები გაიზარდა ისეთ პროდუქციაზე, როგორიცაა თაფლი, რომელზეც თურქეთში მოთხოვნა საკმაოდ დიდია. კვოტები აგრეთვე გაიზარდა ცოცხალ ცხვარზე და თხაზე, მსხვილფეხა რქოსან პირუტყვზე.

წყარო:bpn.ge 

21 COMMENTS

  1. I’m extremely inspired along with your writing talents as neatly as with the structure to your blog.
    Is this a paid subject matter or did you customize it your self?
    Either way keep up the excellent quality writing, it is uncommon to peer a great blog like this one today..

  2. I’m truly enjoying the design and layout of your website. It’s a very easy on the eyes which makes it much more enjoyable for me to come
    here and visit more often. Did you hire out a developer to
    create your theme? Exceptional work!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here