ქართული სამაცივრე მეურნეობები საზღვარგარეთ მხოლოდ ხილს და ბოსტნეულს ყიდიან

0
656

საქსტატმა მეორე კვარტალში სამაცივრე მეურეობებში არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა. 

უწყების ცნობით, სამაცივრე მეურნეობების მიერ შემდგომი რეალიზაციის მიზნით, II კვარტლის განმავლობაში შესყიდულია 3,8 მლნ. ლარიის ღირებულების 2,9 ათასი ტონა პროდუქცია. 

ამ დროის განმავლობაში სამაცივრე მეურნეობების მიერ გაყიდულია 22,9 მლნ. ლარის ღირებულების (5.8 ათასი ტონა) პროდუქცია, საიდანაც შედარებით დიდი ნაწილი (53,6%) იყო ადგილობრივი წარმოების. ამასთან, საქართველოში არსებული სამაცივრე მეურნეობები საზღვარგარეთ მხოლოდ ხილს და ბოსტნეულს ყიდიან.

იმპორტირებული პროდუქციის მნიშვნელოვან მოცულობას ქათმის ხორცი (35,8%), ხილი და ბოსტნეული (27,6%) და პირუტყვის ხორცი და ხორცპროდუქტები (მათ შორის ნახევარფაბრიკატები) (21,1%) წარმოადგენდა. 

ამასთან, სამაცივრეების მიერ გაყიდული პროდუქციიდან უცხოურ ბაზარზე მხოლოდ ხილი და ბოსტნეული იქნა რეალიზებული. 

2017 წლის II კვარტალში საქართველოში 26 ერთეული სამაცივრე მეურნეობა ფუნქციონირებდა, რომელთა უმრავლესობაც თბილისსა (38,5%) და იმერეთში (30,8%). მოქმედი სამაცივრე მეურნეობები ასევე განთავსებულია შიდა ქართლისა (15,4%) და სამეგრელო-ზემო სვანეთის (15,4%) რეგიონში

წყარო: Business Media Georgia

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here