რაციოლი

0
1974

მერძეული ფურის საკვები ულუფის (რაციონის) გამომთვლელი ქართულ ენაზე შედგენილი პროგრამა „რაც-იოლი 1.0’’ კარგი საშუალებაა დამწყები და საშუალო ზომის ფერმერებისთვის და მარტივად გამოსაყენებელია:

  • ფურის პარამეტრების მიხედვით ადგენს მის დღიურ საკვებ ნორმას.
  • საკვები ინგრედიენტების შერჩევისით პროგრამა ითვლის საკვები ულუფის ჯამურ კვებით ღირებულებას, შესაბამისად საშუალებას იძლევა  შედგეს დაბალანსებული ულუფა.
  • საკვები ინგრედიენტების ფასების შეყვანის შემთხვევაში პროგრამა ადგენს საკვები ულუფის ჯამურ ფასს და შესაბამისად თითოეული ცხოველის კვებისთვის გაწეულ ხარჯებს.
  • რეალიზებული რძის ფასის შეყვანის შემთხვევაში პროგრამა ასევე ითვლის რძის შემოსავლის და კვების ხარჯის ნაშთს.
  • ოპტიმიზაციის ფუნქცია დამატებით საშუალებას იძლევა განსაზღვროს ფურის კვების ყველაზე დაბალი ხარჯები.

პროგრამა „რაც-იოლი 1.0“ შეიქმნა პროექტის “ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში“ (SQIL) ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია აშშ-ის სოფლის მეურნეობის სამინისტროს (USDA) მიერ და ახორციელებს Land O’Lakes Venture37-ი, საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან (GFA) და მიჩგანის სახელმწიფო უნივერსიტეტთან (Michigan State University) პარტნიორობით.

მერძეული ფურის საკვები ულუფის (რაციონის) გამომთვლელი პროგრამა (რაც-იოლი 1.0)

მერძეული ფურის საკვები ულუფის (რაციონის) გამომთვლელი პროგრამის სახელმძღვანელო

მერძეული ფურის საკვები ულუფის (რაციონის) გამომთვლელი პროგრამის სასწავლო ვიდეო

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here