ლატვიაში ქართული ღვინისადმი ინტერესი იზრდება

8
490

სექტემბერში რიგაში გამართული “riga food 2017”-ში მონაწილე ქართველი მწარმოებლებით ბალტიისპირეთის ქვეყნების ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები დაინტერესდნენ. ამის შესახებ „საქმიან დილას“ ლატვიაში საქართველოს ელჩმა თეიუმრაზ ჯანჯალიამ უთხრა.

“”riga food” ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გამოფენაა, სადაც ყოველთვის უამრავი მწარმოებელი, რეალიზატორი და იმპორტიური იღებს მონაწილეობას. წელს 15-მდე ქართული კომპანია იყო ჩამოსული და ვიცი, რომ მათგან ღვინის მწარმოებლებს ჰქონდათ ძალიან შედეგიანი შეხვედრები პოტენციურ პარტნიორებთან. როგორც ვიცი მათი პროდუქციის გატანა უახლოეს მომავალში მოხდება არა მხოლოდ ლატვიაში, არამედ ბალტიისპირეთის სხვა ქვეყნებში. ლატვიაში ისედაც მზარდია ღვინის ექსპორტი და აღნიშნულის შემდეგ ვფიქრობ ეს მონაცემები კიდევ გაიზრდება”, – განაცხადა ჯანჯალიამ.

ლატვიასთან ინტენსიური თანამშრომლობა მიმდინარეობს გამოცდილების გაზიარების მიმართულებითაც. ამ მიზნით წელს რიგაში რძის პროდუქტების და თაფლის მწარმოებელი რამდენიმე კომპანიის წარმომადგენლების ვიზიტი შედგა. ვიზიტის დროს მათ საშუალება ჰქონდათ მიეღოთ ინფორმაცია ადგილობრივი მწარმოებლებისგან იმაზე, თუ როგორ შეძლეს ევროკავშირის ბაზარზე შესვლა, ახალი სტანდარტების დაფუძნება და მარკეტინგული აქტივობების განხორციელება. ელჩის ინფორმაციით, ამ ტიპის აქტივობების განხორციელება მომავალშიც იგეგმება.

წყარო:bm.ge