თბილისში საოჯახო მეფრინველეობის ფორუმი გაიმართება

256
1270

სამების საკათედრო ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში ა(ა)იპ ,,სოციალური დაცვის ლიგის“ საოჯახო მეფრინველეობის განვითარების ცენტრის ორგანიზებით, დღეს, საქართველოს საოჯახო მეფრინველეობის ფორუმი გაიმართება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, ფორუმის მიზანია, საქართველოში მეფრინველეობის პოპულარიზაცია და ქვეყნის პოტენციალის გაზრდა. საქართველოს საოჯახო მეფრინველეობის ფორუმი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სსიპ ,,სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის“ მხარდაჭერით ტარდება, სადაც მონაწილეობას არასამთავრობო, საერთაშორისო და სახელმწიფო ორგანიზაციები მიიღებენ.

ღონისძიების ორგანიზატორების თქმით, ქვეყნის შიდა ეკოლოგიური გარემო ნამდვილად იძლევა იმის საშუალებას, რომ ქვეყანამ აწარმოოს ეკოლოგიურად სუფთა ფრინველის ხორცი, დიეტური კვერცხი და დააკმაყოფილოს ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნა. ამ ეტაპზე ადგილობრივი პროდუქტის მოცულობა საერთო რაოდენობის მხოლოდ 25%-ია. ფორუმის ორგანიზატორებს მიაჩნიათ, რომ საქართველოში საოჯახო მეფრინველეობის განვითარება ხელს შეუწყობს ქვეყანაში თვითდასაქმების, მატერიალური გაძლიერების ფორსირებას, შიდა და გარე შრომითი მიგრაციის პროცესების შენელებას, ცილოვანი დეფიციტის პრობლემის დაძლევას და ა.ს. მრავალ ქვეყანაში ყოველ წელს ტარდება მეფრინველეობის გამოფენა და სწორედ ეს ღონისძიება წარმოადგენს მეფრინველეობის განვითარების განვითარების კატალიზატორს. ფორუმის ორგანიზატორებიც მალე დაიწყებენ სამუშაოებს ამ მიმართულებით, რაშიც საზოგადოების, დონორთა ყურადღება და დახმარება სჭირდებათ.

„ა(ა)იპ ,,სოციალური დაცვის ლიგის“ საოჯახო მეფრინველეობის განვითარების ცენტრის ორგანიზებით, 2018 წლის 22-23 სექტემებრს გაიმართება საქართველოს მეფრინველეობის გამოფენა და მასში მთელი საქართველო ჩაერთვება. გამოფენის დევიზია: Check in ,,Chicken Show-Georgia 2018″. სწორედ ღონისძიების საინფორმაციო-სარეკლამო და საზოგადოების ინფორმირების მიზნით, ტარდება აღნიშნული ფორუმი, რომელსაც ასევე დაესწრებიან: სფეროზე მომუშავე სამთავრო და არასამთავრო, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციები, მეფრინველეები, საფინანსო ინსტიტუციები, მასმედია და ა.შ. დამსწრე საზოგადოებასთან გაიმართება საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა“-აცხადებენ ღონისძიების ორგანიზატორები.

წყარო:ipn.ge 

256 COMMENTS

  1. Бій Ентоні Джошуа проти Олександра Усика (англ. Anthony Joshua vs. Oleksandr Usyk) — майбутній професійний боксерський поєдинок, який відбудеться між чемпіонами WBA (Супер), IBF, WBO та IBO у важкій вазі Ентоні Джошуа та колишнім Усик Джошуа смотреть онлайн Кращі моменти бою (ВІДЕО) Олександр Усик. Тренер Пітер Фьюрі каже, що Ентоні Джошуа ніколи не обирав собі слабких опонентів. “Ентоні Джошуа проти Олександра Усика – це відмінний бій у

  2. Психотерапия онлайн! Психологи онлайн Услуги аналитического психолога, психотерапевта.
    Цены на услуги и консультации психолога.
    Психотерапия онлайн! Услуги консультации
    психолога. Приглашаем вас на консультации детского психолога.

    Психолог,Психолог онлайн.

  3. Cмотреть все сезоны и серии онлайн, Озвучка – Перевод Amedia, Jaskier, ньюстудио, HDrezka Studio Украинский Игра в кальмара 2 сезон 1 серия Мир! Дружба! Жвачка!, Настоящий детектив, Разрабы, Убийства в одном здании, Эпидемия, Пацаны – все серии, все сезоны.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here