Home Blog

მიწის რესურსებზე ხელმისაწვდომობის პროგრამა მისცემს მოქალაქეს შესაძლებლობას, უფრო გააფართოონ თავიანთი ბიზნესი – გიორგი გახარია

0

მიწის რესურსებზე ხელმისაწვდომობის პროგრამა არის მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული მთავრობისთვის. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ სულ ახლახანს გამოვაცხადეთ მიწის სისტემური რეგისტრაციის სამ წლიანი პროგრამა, რომელმაც საბოლოოდ უნდა მოაგვაროს მიწის რეგისტრაციის საკითხი ქვეყანაში, მაგრამ გარდა ამისა ჩვენ გვყავს გამოყოფილი ფერმერთა მოიჯარეთა ჯგუფი, რომლებმაც ელექტრონული აუქციონების მეშვეობით,  წლების წინ იჯარის სახით სახელმწიფოსგან მიიღეს მიწები, რომლებსაც ისინი წლების განმავლობაში ამუშავებდნენ და ბევრმა მათგანმა მრავალწლიანი კულტურებიც მოიყვანა, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში, პირნათლად ასრულებდნენ საიჯარო პირობებს სახელმწიფოს წინაშე, ისინი ამ მიწას სახელმწიფოსგან, კომერციულ ფასად, პირდაპირი მიყიდვის წესით საკუთრებაში მიიღებენ.

„დღეის მდგომარეობით ბევრი მოთხოვნა მოდიოდა, როგორც რეგიონებში ვიზიტების დროს, როგორც თქვენ ასევე, მეც ბევრჯერ მქონდა ეს შეხვედრა და მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში, პირნათლად ასრულებდნენ საიჯარო პირობებს სახელმწიფოს წინაშე, ისინი კომერციულ ფასად, მაგრამ პირდაპირი მიყიდვის წესით იმ მიწაზე, რომელსაც წლების განმავლობაში ამუშავებენ და ხშირ შემთხვევაში მრავალწლიანი კულტურები მოჰყავთ, სახელმწიფოსგან მიიღებენ საკუთრებაში. ეს იქნება პირდაპირი მიყიდვის ფორმით, რა თქმა უნდა საბაზრო ფასით, მაგრამ იმ ღვაწლის დაფასებით, რომელსაც ეს ადამიანები წლების განმავლობაში ამ მიწაზე შრომით უფიქსირებდნენ და ახორციელებდნენ. მეორეს მხრივ ეს მისცემს თითოეულ ჩვენს მოქალაქეს შესაძლებლობას, უფრო გააფართოონ თავიანთი ბიზნესი, უფრო მეტი ფინანსური რესურსი მიიღონ საბანკო სექტორიდან და დაასაქმონ კიდევ უფრო მეტი ადამიანი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

წყარო: ghn.ge

ევროკავშირი, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და FAO 2 მლნ ლარის ღირებულების სასოფლო-სამეურნეო გრანტებს გასცემენ

0

ევროკავშირის(EU), საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) პროექტის ფარგლებში, საგრანტო კონკურსზე შემოტანილ 35 განაცხადს 2 მილიონი ლარის ოდენობის გრანტი დაუმტკიცდა. კონკურსი სასოფლო-სამეურნეო ინიციატივების 40-დან 75 პროცენტამდე თანადაფინანსებას ითვალისწინებს.

სასოფლო-სამეურნეო საგრანტო კონკურსის გამარჯვებულების გამოვლენა სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD III) ფარგლებში ხორციელდება და COVID-19-ის პანდემიის პირობებში, საქართველოში სურსათის წარმოების მხარდაჭერას ითვალისწინებს.

სამეურნეო საგრანტო კონკურსის გამარჯვებულების გამოვლენა სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD III) ფარგლებში ხორციელდება და COVID-19-ის პანდემიის პირობებში, საქართველოში სურსათის წარმოების მხარდაჭერას ითვალისწინებს.

გრანტის მიმღებთა შორის არიან:

ფერმერები, რომლებსაც წვეთოვანი სარწყავი სისტემის შეძენა-დამონტაჟება დაუფინანსდათ, COVID-19-ის საპასუხო პროგრამის ფარგლებში.

24 ბენეფიციარი $50,000-მდე დაფინანსებით, მექანიზაციისა და სასოფლო-სამეურნეო დანადგარების შესაძენად.

4 მასშტაბური ინიციატივა, რომელთაგან თითოეულმა $150,000-მდე დაფინანსება მიიღო.  პროექტებს შორის არის: რძის საწარმოს აღჭურვა, სილაჟის მწარმოებელი კომპანიის განვითარება, კარტოფილის მოსავლის შესანახი საწყობის მშენებლობა და ვეტერინალური მიმართულების ფაგების წარმოება. აღნიშნული პროექტები სასოფლო-სამეურნეო დარგებისთვის მნიშვნელოვანი სარგებლის მოტანას ითვალისწინებს, რაც დადებითად აისახება სხვა მცირე და საშუალო ფერმერებზე.

საგრანტო კომიტეტმა გრანტების პირველ ეტაპზე შემოსული განცხადებები წლის დასაწყისში უკვე დააკმაყოფილა 2.2 მილიონი ლარით. ევროკავშირისა და FAO-ს საგრანტო პროგრამის შემდეგი ეტაპი ივლისის შუა რიცხვებში გამოცხადდება. კონკურსის თარიღების, განაცხადის წარდგენის, საჭირო თანდართული დოკუმენტაციისა და ხელშეწყობილი ინვესტიციების შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ვებგვერდზე: WWW.FAOGRANTS.GE. საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორის გასაძლიერებლად, ევროკავშირს ფერმერთა საგრანტო პროგრამისთვის 18 მილიონი ლარი აქვს გამოყოფილი.

FAO-ევროკავშირის პროექტების კოორდინატორი, ხავიერ სანს ალვარესი ფერმერებს, კოოპერატივებსა და მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს კონკურსში ჩართვისკენ მოუწოდებს.

ესკონკურსიშესანიშნავიშანსიამწარმოებლებისთვისრათამათსაკუთარისაქმეგააფართოვონ. FAO-ENPARD-ისსაგრანტოკონკურსშიმონაწილეობისმიღებაშეუძლიათროგორცმცირედასაშუალოისემსხვილიბიზნესისწარმომადგენლებსმათიინიციატივებისგანხორციელებასასოფლოსამეურნეოდარგებისგანვითარებისდინამიკასგააუმჯობესებს“, – განაცხადასანსალვარესმა.

ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით. პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან და მისი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს 179.5 მილიონ ევროს. ENPARD-ის ძირითადი მიზანი საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევაა. პროგრამის პირველი ფაზის პრიორიტეტი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა იყო, ხოლო მეორე და მესამე ფაზა მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების შექმნას არამარტო აღნიშნულ სექტორში.

წყარო: ghn.ge

სოფლის მეურნეობის მინისტრი ღვინის ექსპორტის შემცირებას ვარაუდობს

0

მთავრობის სხდომის შემდეგ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა სახელმწიფოს მხრიდან რთველის სუბსიდირებაზე საუბრისას რამდენჯერმე აღნიშნა, რომ ყურძნის მინიმალური ფასის განსაზღვრით მთავრობამ შექმნა მინიმალური სოციალური გარანტიები, რომელიც მევენახეებს აღელვებდათ.

„ის მსხვილი კომპანიები, რომლებიც შეძლებენ 1000 ტონაზე მეტი რქაწითელის ან კახური მწვანის ყურძნის გადამუშავებას, მიიღებენ – 30 თეთრიან სუბსიდიას იმ შემთხვევაში, თუ მათი ფასი იქნება მინიმუმ 80 თეთრი (1 კგ-ზე). ეს ნიშნავს იმას, რომ გარკვეული სოციალური გარანტიები მევენახე ფერმერებისთვის გავაჩინეთ“, – განაცხადა მინისტრმა.

ლევან დავითაშვილმა მინიმალურ ღირებულებად 80 თეთრის დაწესების მოტივი განმარტა და იმ გამოწვევბზე ისაუბრა, რომლებიც დღეს ღვინის წარმოების სექტორში არსებობს.

„შეიძლება ბევრმა თქვას, რომ ფასი უნდა იყოს „ესა და ეს რიცხვი“, გამომდინარე იქიდან, რომ წინა წლებში შეიძლება ყოფილიყო უფრო მაღალი ფასი.

მევენახეობის სექტორში დღეს ვაწყდებით ძალიან რთულ გამოწვევას. ეს არ ეხება მხოლოდ საქართველოს, ეს ეხება ევროპის წამყვან ღვინის მწარმოებელ ქვეყნებს, როგორიც არის საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი, რომლებიც მსოფლიო ღვინის წარმოების 70%-ზე მეტს აწარმოებენ. ფაქტიურად ყველგან არის დაბინავების და ტევადობების პრობლემა, რომ ყურძენი ჩაიწუროს და იწარმოოს ღვინო. ასეთ რთულ ვითარებაში ის, რომ ჩვენ მინიმალური გარანტიები შევქმენით ქართველი მევენახეებისთვის, ვფიქრობ, რომ არის ძალიან დიდი მიღწევა და არის ძალიან მნიშვნელოვანი სოლიდარობა ქართული საზოგადოების, იმიტომ რომ ეს არის გადასახადების გადამხდელთა მიერ აკუმულირებული თანხები. ეს არის სოლიდრობა ამ შემთხვევაში მევენახე ფერმერებისთვის იმისთვის, რომ მათი საქმიანობა წელს ასევე იყოს დაფასებული და მათ ნაკლები პრობლემებით გაიარონ 2020 წლის სეზონი.

ამ საკითხით სპეკულირება დღევანდელ მძიმე პირობებში, სხვადასხვა მხარის მხრიდან უმართებულო იქნება“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ 2020 წელს ექსპორტი შემცირდება ხოლო მოსავლიანობა წინა წლების მსგავსად მზარდი იქნება. მისივე თქმით, ამ საკითხით სპეკულირება დღევანდელ მძიმე პირობებში, სხვადასხვა მხარის მხრიდან უმართებულო იქნება.

„ჩვენ გვესმის, რომ ვითარება საკმაოდ მძიმეა იმ პირობებში, როდესაც ჰორეკა სეგმენტი რამდენიმე თვე იყო დაკეტილი; გვესმის, რომ სამეზობლო ქვეყნებში ვითარება კოვიდიდან გამომდინარე კიდევ უფრო მძიმეა და იქ ჩაკეტვების რეჟიმი ჯერ კიდევ გრძელდება; აქედან გამომდინარე ზრდა ბოლო წლების განმავლობაში, რომელიც ექსპორტის კუთხით გვქონდა შეიძლება წელს ვერ მივიღოთ. მეორე მხრივ, ჩვენი ნედლეულის წარმოება იყო სწორედ ამ ზრდაზე ორიენტირებული და ჩვენ ყოველწლიურად 10-15%-ით მეტი ყურძნის წარმოება გვაქვს, იმიტომ რომ ბოლო წლებში ჩვენ ინტენსიურად ვაშენებდით ვენახებს და რამდენიმე ათეული კომპანიიდან მივიღეთ 300-მდე მწარმოებელი კომპანია, ხოლო რაოდენობაში ეს არის 300 000 ტონა ინდუსტრიულად გადასამუშავებელი ყურძენი 2020 წელს. ასე რომ ამ მასის დაბინავება ასეთ პირობებში, ასეთ ფასად, ვფიქრობ, რომ ეს არის მაღალი სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობა, რასაც დღეს საქართველოს მთავრობა იჩენს“, – განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ 2019 წელს ყურძნის მინიმალური ფასი 1 კგ-ზე 70 თეთრს შეადგენდა.

წყარო: bm.ge

სასოფლო-სამეურნეო სავარგულზე მცენარეული ნარჩენის გადაწვა 200-1000 ლარით ისჯება

0


არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, სასოფლო-სამეურნეო სავარგულზე მცენარეული ნარჩენის გადაწვის მავნე პრაქტიკას ფერმერები კვლავ იყენებენ. გარდა იმისა, რომ ნარჩენების დაწვის შედეგად გაჩენილი ხანძარი საფრთხეს უქმნის ქარსაფარ ზოლებს და ტერიტორიის ახლომდებარე ინფრასტრუქტურას, იწვევს ნიადაგის თვისებების გაუარესებას, ნაყოფიერების დონის შემცირებას და, საბოლოოდ, ნიადაგის დეგრადაციას.

ფერმერების მიერ გაჩენილი ხელოვნური ხანძრები მნიშვნელოვან ზიანს აყენებს გარემოს, ბიომრავალფეროვნებას, იწვევს გაუდაბნოებას.

სასოფლო-სამეურნეო სავარგულზე მცენარეული ნარჩენის გადაწვა კანონით აკრძალულია ქმედებაა, შესაბამისად,  დასჯადია და, სამართალდარღვევის გარემოებებიდან გამომდინარე, 200-დან 1000-ლარამდე ჯარიმის ოდენობას ითვალისწინებს, რასაც ემატება გარემოსათვის მიყენებული ზიანის თანხა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შესაბამისი სამსახურის თანამშრომლები მკაცრად გააკონტროლებენ იმ ტერიტორიებს, სადაც მსგავსი ქმედების ჩადენის რისკი არსებობს. სამართალდარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, გატარდება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები.

სტატისტიკის მიხედვით, გარკვეული ფერმერების უპასუხისმგებლო ქმედებით,   სასოფლო-სამეურნეო ნარჩენების დაწვის შედეგად გაჩენილი ხანძრით, ათობით ჰექტარი სახნავ-სათესი მიწაა გადამწვარი და რამდენიმე ათეული კილომეტრი  ქარსაფარი ზოლია განადგურებული.

წყარო: ghn.ge

სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის პროგრამებში მიწის თანამესაკუთრეთათვის მონაწილეობა მარტივდება

0

სასოფლო-სამეურნეო მიწის თანამესაკუთრეთათვის სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში აგრობარათებისა და დიზელის ფასდაკლების ბარათების მიღება გამარტივდა.
აგრობარათისა და დიზელის ფასდაკლების ბარათის მისაღებად, ერთ-ერთმა თანამესაკუთრემ სხვა თანამესაკუთრეების წერილობითი თანხმობა უნდა წარმოადგინოს. თანხმობის შინაარსისა და ხელმოწერის ნამდვილობაზე პასუხისმგებელია დოკუმენტის წარმდგენი თანამესაკუთრე. ბარათების მიღება შესაძლებელია ნოტარიულად დამოწმებული თანხმობის, ან ყველა თანამესაკუთრის გამოცხადდების შემთხვევებშიც.


აგრობარათების მისაღებად, ფერმერებმა, ბანკში მისვლამდე, პროგრამაში მონაწილეობისა და დარიცხული ქულების შესახებ ინფორმაცია ვებპორტალზე – myliberty.ge უნდა გადაამოწონ; ბანკში ვიზიტის დროს, თან უნდა იქონიონ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.


აგროდიზელით ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში ფასდაკლების ბარათები ფერმერებისთვის ეტაპობრივად გაიცემა, როგორც იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში (my.gov.ge-ზე ვიზიტის წინასწარი დაჯავშნით), ასევე სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს რეგიონულ სამსახურებსა და მუნიციპალიტეტებში არსებულ საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრებში; აგროდიზელის ფასდაკლების ბარათებს გასცემს ლიბერთი ბანკის ფილიალებიც.

წყარო: commersant.ge

კასპში კამბუჩას მშენებლობა იწყება

0

„საპარტნიორო ფონდის“, „სტარტაპ-საქართველოსა“და „USAID-Zrda“-ს მხარდაჭერით, გამყოფი ზოლის მიმდებარედ, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაფილაში, ნატურალური სასმელის „კომბუჩას“ საწარმოს მშენებლობა იწყება. ფერმენტირებული ჩაისგან მიღებული, ბუნებრივად გაზიანი, ცოცხალი ფერმენტებით მდიდარი სასმელის საწარმოს მშენებლობას დღეს ჩაეყარა საფუძველი და სიმბოლური კაფსულა ჩაიდო.

ოფიციალურ ცერემონიაში მონაწილეობა „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ, აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა, „სტარტაპ-სართველოს“ დირექტორმა გიორგი ლომიძემ, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ხოჯევანიშვილმა, ასევე, „საპარტრნიორო ფონდის“, ადგილობრივი მუნიციპალიტეტისა და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებმა მიიღეს.

„სტარტაპ-საქართველოსა“ და „USAID-Zrda“-ს ერთობლივი ახალი ინიციატივა გულისხმობს პირობითი საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფლებში მოსახლეობას მიეცეს შესაძლებლობა, დაიწყონ ინოვაციური, სიახლეებზე ორიენტირებული დამწყები ბიზნესები, ადგილზე მეტი საწარმოსა და სამუშაო ადგილების შექმნის მიზნით.

„ვულოცავ პროექტის ავტორებს და ჩვენს საზოგადოებას ახალი საწარმოს მშენებლობის დაწყებას, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებთან ახლოს მდებარეობს. ამაყი ვარ, რომ ჩვენი სტარტაპერები არიან ახალგაზრდები, რომლებსაც მიღებული აქვთ განათლება ევროპისა და ამერიკის წამყვან უნივერსიტეტბში და სწორედ აქ, ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარედ, სოფელ ყარაფილაში იწყებენ პროექტს. ეს არის წარმატებული მაგალითი, როგორ გამოვიყენოთ მიღებული ცოდნა და ადგილობრივი რესურსი მცირე და საშუალო ბიზნესი განსავითარებლად რეგიონებში, რაც თავისთავად განაპირობებს ადგილობრივების დასაქმებას და რეგიონში სხვა ბიზნესების სტიმულირებას. განსაკუთრებულ მადლობას მოვახსენებ ამერიკულ მხარეს, საქართველოს დიდ მეგობარს, ელჩს, ქალბატონ კელი დეგნანს და „USAID-Zrda“-ს ამ ერთობლივი პროექტის განხორციელებისთვის. აშშ საქართველოს ერთერთი უმნიშვნელოვანესი პარტნიორია და იმედი გვაქვს, რომ USAID-Zrda-სთან ერთად განხორციელებული ეს პროექტი კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის,“ აღნიშნა დავით საგანელიძემ.

„დღევანდელი დღე არის ძალიან კარგი მაგალითი იმისა, თუ რა არის ჩვენი თანამშრომლობის, ამერიკის მხარდაჭერის მიზანი საქართველოში. სამი თვის შემდეგ აქ იქნება კომბუჩას მწარმოებელი საწარმო, რომელიც აშენდება ახალგზარდების ჯგუფის ინიციატივით „საპარტნიორო ფონდის“, „სტარტაპ-საქართველოს“ და „USAID/Zrda“-ს ხელშეწყობით და ეს იქნება მართლაც ყველასათვის მნიშვნელოვანი პროექტი საქართველოში. აშშ-ის დახმარების მიზანი გახლავთ, ხელი შეუწყოს საქართველოში ინკლუზიური ეკონომიკის ზრდას არამხოლოდ ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებსა და თემებში, არამედ – მთლიანად საქართველოში. ეს ინიციატივა მნიშვნელოვანია იმითაც, რომ იგი შექმნის სამუშაო ადგილებს ისეთ პატარა თემებში, როგორიც არის ყარაფილა და მოუტანს შემოსავალს ადგილობრივ მოსახლეობას. ასევე, ეს არის მნიშვნელოვანი გზავნილი, გამომხატველი იმისა, თუ რა შეიძლება გაკეთდეს ერთად დგომით და თანამშრომლობით. ამასთანავე, ეს გამოხატავს აშშ-ის ურყევ და მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ“, განაცხადა აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა.

სასმელი „კომბუჩას“ თვისება დეტოქსიკაცია და იმუნური სისტემის ამაღლებაა, რაც არის პასუხი 21-ე საუკუნის ერთერთ მთავარ გამოწვევაზე, კერძოდ, ჯანმრთელობის დაცვა დაბინძურებული გარემოს პირობებში და ორგანიზმისთვის ორგანული პროდუქტების დეფიციტის შევსება.

„დიდი მადლობა „USAID-Zrda-ს, რომ მოგვეცა შესაძლებლობა, საქართველოში შემოგვეტანა მსოფლიოში პოპულარული ჯანსაღი უალკოჰოლო სასმელი, რომელიც იდეალურად ერგება ჩვენი წყლის თვისებებს. მსგავსი ინოვაციური წარმოების განვითარება იმ მიმზიდველი საინვესტიციო პირობებით, რომლებსაც ერთობლივად ვთავაზობთ სტარტაპერებს, დიდი სტიმული იქნება დამწყები ბიზნესებისთვის“-აღნიშნა „სტარტაპ-საქართველოს“ დირექტორმა გიორგი ლომიძემ.

„სტარტაპ-საქართველოსა“ და „USAID-Zrda“-ს ახალი ინიციატივის პრიორიტეტია ინოვაციური საწარმოების დაფინანსება. ბენეფიციარს მინიმალური ფულადი მონაწილეობა მოეთხოვება, 90%-ს სტარტაპ-საქართველო გრძელვადიანი შეღავათიანი ინვესტიციით დააფინანსებს, ხოლო „USAID-Zrda“ ბენეფიციარს აღნიშნულ ჯამურ თანხას გაუორმაგებს და უსასყიდლო გრანტის სახით გადასცემს.



„სტარტაპ-საქართველოს“ ამ ეტაპზე 106 გამარჯვებული ჰყავს, მათ შორის, 86 ბიზნეს იდეა ინოვაციურ კომპონენტს ეკუთვნის. გამარჯვებული სტარტაპ იდეების განხორციელება ეტაპობრივად მიმდინარეობს.

წყარო: commersant.ge

ვარდისფერი ღვინოების საერთაშორისო კონკურსზე ქართულმა ღვინოებმა ოქროსა და ვერცხლის მედლები მოიპოვეს

0

პოლონეთში გამართულ ვარდისფერი ღვინოების საერთაშორისო კონკურსში ქართულმა ღვინოებმა ოქროსა და ვერცხლის მედლები დაიმსახურეს.

ოქროს მედლები შემდეგ ღვინოებს ერგო: იბერიელი, „ზურაბ თოფურიძე ჩხავერი (გურია) – 2018“ და მარანი „დიმნა“ (იმერეთი)- „ძელშავი 2017“; ღვინომ „ზურაბ თოფურიძე ჩხავერი 2018“ ასევე დაიმსახურა საუკეთესო ღვინები სპეციალური ჯილდო.

თელავის ღვინის მარანი, „ცქრიალა როზე (კახეთი)- 2019“, თელავის ღვინის მარანი, „საფერავი როზე (კახეთი) – 2019“ და „ლაპატი ვაინსი“, „კიდევ ერთი პეტ ნატი“ (ქართლი) – 2016“ ვერცხლის მედლების მფლობელები გახდნენ.

ჟიურის, რომლის შემადგენლობაშიც მსოფლიოს 7 ქვეყნის 12 საუკეთესო ექსპერტი შედიოდა, ღვინის მაგისტრი ელიზაბეტ გაბაი ხელმძღვანელობდა.

სულ კონკურსში 28 ქვეყნის 220 ღვინის ნიმუში მონაწილეობდა.

კონკურსზე ქართული ღვინოები, ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორმა პოლონურმა ორგანიზაცია „Malinova“-მ წარადგინა.

წყარო: commersant.ge

„ბედნიერი თხების ყველი“ – რა ღირს და რა გემური თვისებებით გამოირჩევა პროდუქტი

0

ლეჩხუმში შექმნილი კოოპერატივის ტიპის თხების ფერმაში გამორჩეული გემური თვისებების 12-მდე დასახელების ყველი იწარმოება.

როგორც პროექტის ერთ-ერთი ხელმძღვანელი რუსუდან კბილაშვილი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, ეს არის მთლიანად ბიო პროდუქტი, რომელიც „ბედნიერი თხების“, ანუ საძოვრებზე გაშვებული, ქართული ჯიშის შინაური ცხოველის რძისგან მზადდება. წარმოების პროცესში კი ისეთი სანელებლები ემატება, როგორიცაა: როზმარინი, წიწაკა, ჭინჭარი და ა.შ., რაც მას განსაკუთრებულ გემოს სძენს.

რაც შეეხება 1 კგ პროდუქტის ღირებულებას, დაახლოებით, 60-დან 90 ლარამდე მერყეობს.

როგორც რუსუდან კბილაშილი ამბობს, პროდუქტზე მოთხოვნა იმდენად მზარდია, რომ დიდი ფერმის და წარმოების მიუხედავად, ბაზრის ბოლომდე დაკმაყოფილება ჯერჯერობით ვერ ხერხდება.

„ჩემი ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით, თხის ყველაზე დიდი ფერმა ჩვენ გვაქვს. დაახლოებით, 300-მდე სული გვყავს უკვე. რაც შეეხება იდეას, ჩემი მეუღლე წარმოშობით ლეჩხუმიდან არის და სულ ცდილობს, რომ ბევრი საინტერესო საქმე სწორედ იქ აკეთოს. უნდოდა, რომ სოფლის მეურნების მიმართულებითაც რაიმე კარგი პროექტი შეგვექმნა. ჰყავს პარტნიორები, რომლებსაც იგივე მიზანი ამოძრავებდათ. შედეგად, 2 წლის წინ ჩამოვაყალიბეთ კოოპერატივის ტიპის, “გვესოს ფერმა”, რომელსაც ჰყავს 3 მეპაიე. მათ არ დაუზოგავთ საკუთარი რესურსები, რომ პროექტი წარმატებული გამოსულიყო. ამ დროისთვის დაახლოებით, 10-მდე ადამიანი გვყავს დასაქმებული.

რეალურად, ჩვენ უკვე ძალიან კარგ შედეგებს მივაღწიეთ. ერთი, ის რომ თხების რაოდენობით ყველაზე დიდი ფერმა გვაქვს, ამასთან, საკმაოდ დიდი და კარგად გამართული ყველის და რძის პროდუქტების წარმოების ხაზი უკვე გაშვებულია. ბოლო ნაწილში სახელმწიფო ძალიან დაგვეხმარა. კერძოდ, გადმოგვცა რძის წარმოების ხაზი, რისთვისაც ძალიან დიდ მადლობას ვუხდით.

მანამდე ყველს ოჯახში ვაწარმოებდით მხოლოდ. თუმცა, რაც საწარმო დავასრულეთ, ყველის წარმოების კიდევ მრავალი რეცეპტი შევისწავლეთ. გვინდა, რომ რეალიზაციის მიმართულებით კიდევ უფრო აქტიურები გავხდეთ“,-ამბობს რუსუდან კბილაშვილი.

მისი თქმით, ამ ეტაპზე პროდუქტი ხელმისაწვდომია ყველის ნიშურ მაღაზიებსა და რამდენიმე რესტორანში. რაც შეეხება მის ღირებულებას, ერთი კილოგრამის ფასი 60-დან 90 ლარამდე მერყეობს.

„აქამდე ჩვენი პროდუქტი ხელმისაწვდომი იყო ყველის ნიშურ მაღაზიებსა და რამდენიმე რესტორანში, გარდა ამისა, მონაწილეობას ვიღებდი აგროგამოფენებში. თუმცა, გვინდა, რომ გავზარდოთ წარმოება, შესაბამისად, მიწოდებაც. ამასთან, ონლაინ გაყიდვები გავააქტიუროთ და პროდუქტის სახეობები დავამატოთ. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ყველაზე დიდი ფერმა გვაქვს, იმ მოცულობის წარმოება მაინც არ არის, რომ მსხვილ ქსელებს შევეჭიდოთ.

ამ ეტაპზე, დაახლოებით, 12-მდე სახეობის ყველი გვაქვს. გამოგვარჩევს ის, რომ პროდუქტის დამზადებისას ადგილობრივ მცენარეებს და სუნელებსაც ვიყენებთ, მაგალითად ბეგქონდარას, (ასე ეძახიან ლეჩხუმში), ასევე, როზმარინს, პიტნას, წიწაკებს, ჭინჭარს და ა.შ.

ზოგადად, თხის ყველზე ძალიან დიდი მოთხოვნაა. ამის მიზეზია ის, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო პროდუქტი, დედის რძესთანაც კი აიგივებენ, რადგან ძალიან ბევრი ვიტამინებითაა გაჯერებული. გარდა ამისა, გემური თვისებებითაც გამოირჩევა და თხის ყველზე მოთხოვნის ზრდის ტენდენცია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოშია.

ჩვენ სუპერმარკეტებიდანაც გვქონდა შემოთავაზება, რომ ჩვენი პროდუქტი შეგვეტანა, თუმცა, გვინდა, რომ უწყვეტი მიწოდების სისტემა გვქონდეს. ამ ეტაპზე არ გვინდა, რომ დიდ ქსელებს შევეჭიდოთ, შევიძინოთ ერთგული მომხმარებელი და მერე არასაკმარისი მიწოდების გამო გავანაწყენოთ. ამიტომ, ვმუშაობთ ამ მიმართულებით და იმედია, რაც შეიძლება მალე შევძლებთ წარმოების გაზრდას.

რაც შეეხება ფასს, 1 კგ პროდუქტი დაახლოებით, 60 ლარიდან 90 ლარამდე ღირს“,-ამბობს რუსუდან კბილაშვილი.

მისივე თქმით, მოთხოვნიდან გამომდინარე, იგეგმება წარმოების გაფართოვება, სხვადასხვა სახეობის დამატება და გარდა ყველისა, თხის რძისგან სხვადასხვა პროდუქტების წარმოებაც. თუმცა, როგორც რუსუდან კბილაშვილი აღნიშნავს, ჯერჯერობით ექსპორტზე საუბარი ნაადრევია, რადგან ადგილობრივი მოთხოვნის დაკმაყოფილებაც კი რთულია.

„რეალურად ჩვენ ვაწარმოებთ ბიო პროდუქტს და გვინდა, რომ ბიო მეურნეობა განვავითაროთ. ჯერჯერობით ოფიციალურად ბიო სერთიფიკატი არ გვაქვს, რადგან დაახლოებით, 3 წელი სჭირდება მის აღებას. თუმცა, როგორც ვიცი, ერთადერთი ფერმა ვართ, რომელიც არ მუშაობს ბაგურ პრინციპზე. ანუ არიან ფერმები, რომლებსაც თხები ნაწილობრივ სულ ფერმაში ჰყავთ და საძოვრებზე არ უშვებენ. ჩვენ გვყავს ქართული ჯიშის თხები, რომლებსაც მწყემსები საძოვრებზე პატრონობენ. არსებობს კიდეც ასეთი გამონათქვამი – „ბედნიერი თხები“, ანუ ცხოველები, რომლებიც არ არიან გამოკეტილი ფერმაში და საძოვრებზე იკვებებიან. სწორედ ამიტომ, ჩვენი თხის ყველი გემოვნური თვისებებით გამორჩეული და ბიო პროდუქტია, რადგან არანაირ საკვებ დანამატებს არ ვიყენებთ“,-ამბობს რუსუდან კბილაშვილი.

წყარო: bpn.ge

შხამი კიტრსა და პომიდორში, რომლის დიდმა რაოდენობამ ადამიანის მოწამვლა და სიკვდილიც კი შეიძლება გამოიწვიოს – როდის არის სახიფათო ეს ბოსტნეული?

0

ერთერთი ყველაზე სახიფათო კიტრისა და პომიდორის შემადგენლობაში ნიტრატებია, რომელსაც ბოსტნეულის სწრაფი ზრდისთვის და დამწიფებისთვის იყენებენ.

ნიტრიტები, აზოტმჟავას მარილები, რომელიც ადამიანის ორგანიზმისთვის წარმოადგენს შხამს. დიდი რაოდენობით ნიტრიტებს, ადამიანის ჰემოგლობინი გადაყავს მეტჰემოგლობინში, რის შედეგადაც სისხლი იცვლის ფერს და ხდება მუქი ყავისფერი. დიდი რაოდენობით ნიტრიტებმა შესაძლოა გამოიწვიოს ადამიანის მწვავე მოწამვლა და სიკვდილიც.

დიდი რაოდენობით ნიტრატები ბოსტნეულის სიმწიფის დასაჩქარებლად მაშინ გამოიყენება, როცა არ არის საკმარის ინტენსივობის მზე. სწორედ ამიტომ ამ მხრივ უფრო სახიფათო ადრეული ბოსტნეულია, რადგან ზაფხულში მზიანი დღეების სიხშირის გამო, მცენარე არ საჭიროებს ბევრ ნიტრატებს.

მიუხედავად იმისა, რომ ნიტრატების გამოყენება სოფლის მეურნეობაში დასაშვებია, არსებობს დოზები.  კიტრის შემთხვევაში 400 მილიგრამი, პომიდორის შემთხვევაში კი 300 მილიგრამია. საბედნიიეროდ   ნიტრატების საზომით ჩვენს მიერ შემოწმებულ არცერთ  კიტრსა და არც პომიდორში  დასაშვებ ნორმაზე მეტი ნიტრატები არ აღმოჩნდა, რაც ბუნებრივია სასიხარულოა.

წყარო: palitranews.ge

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მეღვინეობა ხარებამ ვენახები გააშენა

0

საქართველოს ბანკისთვის, როგორც ძლიერი ფინანსური ინსტიტუტისთვის მნიშვნელოვანია ბიზნესის მხარდაჭერა. სწორედ ამ მიზნით, ბანკი აგრძელებს ღვინის სექტორის წახალისებას. საქართველოს ბანკისა და  ხარება ჯგუფში შემავალი კომპანიების პარტნიორობის შედეგად ყვარლის რაიონში 225 ჰექტარი ვენახი გაშენდა.

პროექტის ღირებულებამ დაახლოებით 6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. პროექტის ფარგლებში 50-მდე ადამიანი უკვე დასაქმებულია სრულ შტატზე, ხოლო სეზონური სამუშაოებისთვის დამატებით საქმდება კიდევ 450 ადამიანი.

“მოხარული ვართ, რომ შპს მეღვინეობა ხარებასთან ჩვენი ნაყოფიერი პარტნიორობა გრძელდება. ამჯერად თანამშრომლობის ფარგლებში საინტერესო პროექტს ჩაეყარა საფუძველი. პროექტი მნიშვნელოვანია იმით, რომ ზოგადად კომპანია უძველეს ტრადიციებზეა დაფუძნებული და მუშაობს ვაზის უნიკალური კულტურის შენარჩუნებასა და ღვინის წარმოებაზე, როგორც უძველესი ტრადიციული მეთოდით, ასევე უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით. გვჯერა რომ კომპანიის მუდმივი სწრაფვა სიახლისკენ მას სამომავლოდ კიდევ უფრო მეტი განვითარების შესაძლებლობას მისცემს”,- განაცხადა ზურაბ ქოქოსაძემ საქართველოს ბანკის კორპორაციული საბანკო მიმართულების ხელმძღვანელმა.

ინფორმაციისთვის, “მეღვინეობა ხარება”-ს პირად საკუთრებაშია 1500 ჰექტარი მიწა, რომლიდანაც 1115 ჰექტარზე გაშენებულია უნიკალური ქართული და ევროპული ვაზის ჯიშები, საიდანაც შესაბამისად მზადდება მაღალი ხარისხის ღვინოები. ღვინოების წარმოება ხდება აღმოსავლეთში – კერძოდ კახეთში და დასავლეთში – იმერეთში. მეღვინეობა ხარებას აქვს შემდეგი ევროპული ჯიშის ყურძნები: კაბერნე, შარდონე, სოვინიონი, მუსკატი, პინო და მერლო. კომპანია ასევე ხელს უწყობს იმ იშვიათი ჯიშების მოშენებას, როგორებიცაა: ოცხანური საფერე, ციცქა, ცოლიკოური, კრახუნა, ალადასტური, უსახელოური, ხიხვი და ქისი. კომპანიის უმთავრესი მიზანია, აწარმოოს უმაღლესი ხარისხის ღვინო ქართული და ევროპული მეთოდებით საკუთარი ვენახებიდან. არსებული ჯიშების მოშენების გარდა, მეღვინეობა ხარებას კიდევ ერთი დანიშნულებაა, დაამუშაოს უძველესი ტრადიციული ქართული ყურძნის ჯიშები.

წყარო: ghn.ge